შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს მაშინ, როცა ...


11-04-2016, 18:48
ავტორი Kristy
ნანახია 1 963

ეს მაშინ, როცა მოგვაშორეს ნამდვილ ოცნებას
და წამიერად მოგვაკერეს ვნების უღელი,
მაშინ ვაქციე სამუდამოდ ზურგი ჩემს ნებას
და უნუგეშომ ოცნებებზეც ავიღე ხელი!

ეს მაშინ, როცა მიილია გიშრისფერი დღე
და მტრედისფერად ირიჟრაჟა მოწყენილმა ცამ,
მაშინ შევნიშნე როგორ შეცბა ოქროსფერი მზე
და როგორ შობა უკვდავება უსასრულო გზამ!

ეს მაშინ, როცა მღელვარების ჩუმი აკორდი
ელვარე გრძნობებს სევდიანად მიეალერსა,
მაშინ შევაღე საოცნებო გრძნობის კარები
და სევდიანმა ოცნებებმა სიტყვა გალექსა!

და ახლა, როცა ისმის შენი უხეში სუნთქვა,
მე კანტიკუნტად შექმნილ რითმას უცვლელად ვქარგავ,
არ შემიძლია საიდუმლო უმალვე გავთქვა,
რომ შენი პოვნის მოულოდნელ იმედს არ ვკარგავ!

და ახლა, როცა ფანჯრებიდან გავცქერი მკრთალ მზეს,
თვალებს კი ცრემლი შეშრობია, როგორც არასდროს,
მე შენში ვხედავ სიყვარულის სახესა და ფერს,
აღარ მაშინებს თვით სამყაროც, ჩემო, მე ამ დროს!

და ახლა, როცა მოგონების ნათელი სხივი
იღვიძებს გულში, ძველებურად უთქმელად გიცდი
და როცა დღეს კვლავ შემოგვხარის გრძნობები ცივი,
მოუთმენლობის ძველი ხმებით ძველ ვალებს გიხდი!

მას შემდეგ, როცა ამღერდება ურჩი სამყარო
და ბადრი მთვარე გააქარწ....ბს შენს მონატრებას,
კვლავ მომინდება ოცნებები კარში გავყარო
და ძველი გრძნობა შეახსენებს ტავს მოგონებას!

მას შემდეგ, როცა დავიწყებულ იქნება ცნება,
ერთ დროს სიყვარულს რომ ვარქმევდით და გვქონდა რწმენა,
მაშინ ახდება ალბათ ჩვენი ყველა ოცნება,
რადგან სამყაროს დასჭირდება მოწყალე ენა!

მას შემდეგ, როცა კვლავ მოვიკრებთ ჩვეულ გონებას,
მინდა გახსოვდეს ჩემი სიტყვა - ერთ დროს უთქმელი:
ეს მაშინ მოხდა! მოგვაშორეს ნამდვილ ოცნებას
და წამიერად მოგვაკერეს ვნების უღელი!



№1 სტუმარი Magda

როგორი დიდებული ლექსია. ძალიან მომწონს. იმ სიტყვაში რატო ამოიღეს ასოები.რა სისულელეა

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,
ასე თამამი და ასე ურჩი,
მე ამ სამყაროს დუელში ვიწვევ,
რომ ჩავახედო ბობოქარ სულში.

მე და ვახტანგ ჯავახაძე, არანაირი წინააღმდეგობა არ გამოუხატავს ლექსის გადამუშავებაზე wink

 


№3 სტუმარი Nini

ეს მაშინ როცა, ყველა ნაწილი ერთმანეთზე უკეთესია

 


№4 სტუმარი Firestorm

ეს მაშინ, როცა მოგვაშორეს ნამდვილ ოცნებას და წამიერად მოგვაკერეს ვნების უღელი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent