შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მინდა ცის კიდეზე


22-04-2016, 16:29
ავტორი Kristy
ნანახია 2 287

ცხოვრება მინდა ცის კიდეზე განმარტოებით
და წამიერი ოცნებები შემომხარიან,
სახლს ავაგებდი ავდრიანი ვერხვის რტოებით,
რადგან ჩემს ფერად ოცნებებში ღმერთნი არიან!

მინდა შევღებო ცის ლაჟვარდი უცხო ფერებში,
ხალხს მივახალო პირველივე შთაბეჭდილება
და ამ უაზროდ უჩვეულო გრძნობის ენებში
კვლავ ილექება განუყრელი დროის დილემა!

სიცოცხლე მინდა დავამსგავსო ჩემს ფერად ზღაპარს,
ცას ვარსკვლავები ჩამოვკიდო - ლაღი ფერების
და ლაჟვარდოვან ცის კიდეზე მომავლის ლამპარს
ისევ შეეტყოს ის სილაღე ძველი ერების!

მინდა გრძნობები გაგიმხილო ამ დღის გახდამდე,
რადგან დაეტყოს მაგ გულს ჩემი ნაფეხურები
და თითქოს კიბით მივაღწევდე უფლის ტახტამდე,
ცას მივახატო წარუშლელი საფეხურები!

გრძნობებმა მინდა არ შეიტყონ გემო ომების,
არ ჩამოიქცნენ სიყვარულის ერთგული მთები,
ნათელ წერტილებს გავდეს გარეთ ლამპიონები
და მრავალფერად ციმციმებდნენ წვიმის წვეთები!

მინდა ცხოვრებას შევეჩვიო უკვე ათასგზის,
რომ ყველა შემხვედრს შევაგებო წრფელი ღიმილი
და არ შემომრჩეს უცნაური დარდი ახალ გზის,
რადგან ივსება საიმედო გრძნობებით მილი!

სიტყვები მინდა უნებლიედ ისევ მაჩუქო
და მერე უკან დაგიბრუნო შენი ქონება,
დაუვიწყარი მოგონება უნდა გაჩუქო,
რომ შევაერთოთ უკვდავებით ორი გონება!

მინდა წუთები მოგაშორო, დროს რომ ახელებს,
სიტყვებს გრძნობები მივაგებო სხვაზე გაცვლამდე
და სილამაზე - საათზე რომ წამებს აჩერებს,
ისევ ფერებად დაგიმარცვლო ამ დღის გასვლამდე!

და თუ დღეს ისევ ძველებურად გულწრფელად მიხმობ,
თუ სამუდამოდ გვიერთგულებს გრძნობა მშიერი,
ძველ მოგონებებს საუცხოო იმედით ვიხმობ,
რადგან სიკვდილიც ვერ იქნება უფრო ძლიერი!



№1 სტუმარი Magda

ყველაზე ყველაზე ლექსიაა........... საოცრად მომწონს

 


№2  offline წევრი buzgu))

love ძალიან კარგი ლექსია winked

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ვერ მიგიხვდი, რას ფიქრობდი ნეტავი?!
ან რად გინდა იყო, ისიც მღებავი?
ვერ დადუღდა თავმოხდილი მაჭარი
რომ არ გახდე კვლავ ქონებით ვაჭარი?!

წავიკითხე, ამერია გუნება,
დაწერილის შეცვლა მომეგუნება,
სიტყვები რომ ჰარმონიად ჩატოვე,
რეალობა ვის იმედად დატოვე?!

ვერსად ვხედავ შენს პოზიტივს ამაში,
მტრედს რა უნდა კარგო ჭვავის ყანაში,
იოლია რომ სიტყვებით თამაში,
ვგონებ უნდა დამეთანხმო ამაში.

მინდოდა და ვერაფერი აღვწერე,
რაც არ მსურდა სტრიქონებად დავწერე,
გრძნობები რომ ვალად გადმომაწერე,
ალბათ ამად არ ვარგოდა ნაწერი...

ნეტავ ხომ არ გამიბრაზდი, რა იყო?
დაასვენე ეგ ნატიფი თითები,
ცხრა ძმამ ერთი თხილის გული გაიყო,
ოჰ, ეს ფუჭი ზღაპრები და მითები...

იჯექი და გაბუტულმა უყურე,
ჩემგან მოძღვნილ მომღიმარე ტაეპებს,
ცუდი ხარო.. პაწაწინას უყურეთ,
დროა მტრედი ჩემ ხაფანგში გაებეს.

wink wink

 


№4 სტუმარი Firestorm

იდეალურია ცხოვრება მაგ კიდეზე, მშვიდად, მარტო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent