ჩვენ აღარასდროს ვიქნებით ერთად
უკვე დამღალა სიყვარულის ცრუ მოლოდინმა, იცი, შენს გამო, აღარასდროს აღარ ვიტირებ, ცოტაც მადროვე, წაქცეული, ისევ ავდგები, გადაგივიწყებ, უსასრულოდ გადაგივიწყებ, გამოვფხიზლდები,ძველ სიზმარში აღარ დავრჩები, სხვა გზას ვიპოვი, არ გავივლი ნაცნობ ბილიკებს, როცა ეცდები, რომ მომძებნო, მე ვეღარ მნახავ და მაშინ ჩემს გულს, შენი ცრემლით, გამოიტირებ, როცა სინანულს გონების თვალს ვერ გაუსწორებ, მე, შენთვის უცხო, ჩაგივლი და კვლავ გაგიღიმებ, როდესაც, მართლა, უსაშველოდ მოგენატრები, მე სწორედ მაშინ სამუდამოდ გადაგივიწყებ...!! დაგაგვიანდა... გული ისევ იქცა ძახილად. გახსოვს ?.. ხომ გახსოვს უცნაური - გრძნობის გამხელა? წარსული სადღაც გააქროლა დროის მარხილმა, ო, რარიგ ძნელი, ძნელი არის თვალის ახელა. დრო, დრო დასრულდა, დრო დასრულდა, როგორც ზღაპარი... საღამოები - მშვენიერი, ჰგავდა არაკებს... ისევ ამინთე სიხარულის - ერთხელ, ლამპარი, იმ სიყვარულზე კიდევ ერთხელ მელაპარაკე. დაგაგვიანდა, ხო, ძვირფასო, დაგაგვიანდა. ჩემი კარები მხიარულად აღარ ჭრიალებს. დანაგვიანდა, სული სევდით დანაგვიანდა, რა მოაშუშებს პირშეუკრავ, დაღლილ იარებს... თეთრად გათენდა, ფიქრმა ისევ არ დამაძინა... მთვარე სარკმელთან დამიტოვებს დარდის ყალიონს... დაგაგვიანდა, სინანული რჩება მანძილად და ეს დღეც გულმა ბალღამივით უნდა დალიოს. როგორ მინდოდა მყვარებოდი... როგორც მჩვევია... როგორ მინდოდა მყვარებოდი... მხოლოდ ღმერთამდე... რატომ არ მაცდი შენს სიყვარულს... როგორც სჩვევია... სულამდე გრძნობით... გულის გავლით... მუდამ ღმერთამდე... როგორ მიყვარხარ... დღმდე ასე ვის ყვარებიხარ?... ანდა რას ფიქრობ... ერთხელ მაინც თუ გიკითხია... თუ გიკითხია... როგორ დავთმობ შენთვის სიცოცხლეს... რომელიც ახლა... მხოლოდ შენით... თუ შემიცვნია... ვიცი!... არ გინდა... არც სიყვარულს... აღარ იჯერებ... ვიცი არაფერს მათქმევინებ... ლამაზს და წმინდას... შენგან გაქცევაც... ისევ ისე თუ მიფიქრია... მხოლოდ იმიტომ... რომ არ მოკლა ჩემში ეს... სიტყვაც... სხვების ლექსებს გრძნობ... ჩემი ლექსი არად გიგრძვნია... სხვისი იგრძენი... ჩემი სული... ვერ შეგიცვნია... ასეთ სიცოცხლეს... რა ფასი აქვს... თუკი სიყვარულს... შენთვის რაც დამაქვს... მხოლოდ სხვა გრძნობს... მე რაც მიგრძვნია... ვერაფერს ვამბობ... ვერ გავბედავ... ჩემს სულს შევეხო... ან ვის რად უნდა... სიყვარული... როცა სხეულს გრძნობ... ჩემი სხეული... სულთან ერთად... შენ დაგატარებს... როდის მიხვდები... როცა ჩემს სულს... ღმერთი შეიცნობს???... გართობად არა... ტკივილს გრძნობაც ვერ უმკლავდება... არც ეს მინდოდა... გეპატრონა... რომ შეგეცოდე... მე მხოლოდ ჩემში... უსასრულო ტკივილი მიყვარს... შენ და უფალს გთხოვთ მაპატიოთ+++ ის რაც შევცოდე... ინანებ, ერთ დღეს უჩემობას მართლა ინანებ! მოგენატრები! დამიჯერე მწარედ იდარდებ... ერთ დღეს შეგიპყრობს უჩემობის ძლიერი სენი, აღარ გიშველის იმის თქმა, რომ შენა ხარ ბრძენი! ინანებ, ალბათ, იმ მძიმე წუთს, როცა დამკარგე, ხელი გამიშვი და ეს ბედიც თავად განკარგე... გახსოვს? შენს გულში ჩემი გულიც ძგერდა აქამდე, სიცოცხლე არა! შენ ცხოვრების აზრი დაკარგე! ინანებ იმ დროს, რომ მიყვარდი თავდავიწყებით, არ მოგასვენებს ფიქრი, დარდი, წარსულის ხმები... დაგესიზმრები, რომ სიყვარულს კვლავაც მპირდები, გაგეღვიძება და მე შენთან აღარ ვიქნები! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.