შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეყვარები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე


21-05-2016, 14:12
ავტორი Shorena Quqchishvili
ნანახია 1 899

მე ვიცი ,როცა გარდავიცვლები
მერე ამ ქვეყნად ყვავილად მოვალ,
მოვალ ღიმილად,მოვალ ლოცვებად,
შენთან კი ერთი, მექნება თხოვნა.
როცა იხილავ,მინდორში მარტოდ,
თეთრი გვირილის,მთრთოლვარე ფურცლებს,
გთხოვ ნუ გაწირავ,გულს ჩაიხუტე,
ჩემი სულია და კვლავ შენ გეძებს.
მოვალ ცრემლებად,მოვალ წვიმებად,
მოვალ ფიფქებად,ციდან ზამთარში,
მერე ყვავილთა სურნელად მოვალ,
მაგრამ რა არის ,იცი ?მთავარი.
მე როცა წავალ,გარდავიცვლები
იქ ნუ მომიტან,ჩემს თეთრ გვირილებს,
რადგან ,იმათში ჩემი სულია
და მათი ნახვა ,მომფენს ტკივილებს.
გთხოვ ნუ იტირებ,უხვი ცრემლებით
რადგანაც ჩემს სულს დაამძიმებენ,
მხოლოდ უფალთან,დანთილი სანთლით,
შენი ლოცვები დამამშვიდებენ.

და როცა მოვკვდე,მიწას ჩავბარდე,
აღარ მეღირსოს დილა მზიანი,
არ დაივიწყოთ,ერთ დროს მიცნობდით,
სახელად მერქვა ადამიანი.
ვარდების კონას როცა მომიტანთ
და ჩემს საფლავთან ცრემლად იქცევით,
ცივი ნიავი მოგეფერებათ
და ალბათ იგრძნობთ,მე რომ ვიქნები


ის რაც ჩვენია ვერ წაგვართმევს სიკვდილის შიში,
დღეს გულის ნაწილს გაგაყოლებ, როდესაც წახვალ,
უკანასკნელად ჩაგიხუტებ, დროებით გიშვებ,
დარჩენილ, გულს კი მაშინ მოგცემ ისევ რომ გნახავ,
შენს იმედიან გაღიმებას ჩემთვის ვიტოვებ,
გემშვიდობები და მთრთოლვარე ხელით ჯვარს გსახავ,
მიყვარხარ, ამას უამრავჯერ, მე მაინც გეტყვი,
მე არ დაგეძებ, რადგან ისევ ჩემში ხარ, აქ ხარ,
ნახვამდის ჩემო საყვარელო, თბილო ფერია,
ბედნიერებას ცრემლში ვახვევ და შენს გულს ვატან,
მე შენ მიყვარხარ, არასოდეს არ დაგავიწყდეს,
თუ დაგავიწყდა, შეგახსენებ, როდესაც გნახავ...


არაფერს გეტყვი, უბრალოდ წავალ,
ახლა სიტყვები ვერაფერს შეცვლის,
გრძნობა, სევდიან ტკივილს გულისას,
მთელ ცხოვრებას და სამყაროს ებრძვის...
უბრალოდ წავალ, ნუ მომაბრუნებ,
აღარ აქვს ძალა აწ უკვე სიტყვებს,
ვიცი დრო გავა, მოგაგონდები
და ვერც ვერასდროს ვერ დამივიწყებ...
ისევ ღრუბლებში ეხვევა მთვარე,
სევდა კვლავ ღელავს, როგორც ტალღები
და მახსენდება შენი თვალები,
კიდევ, რომ ჰქონდათ რაღაც სათქმელი...
არაფერს გეტყვი, უბრალოდ წავალ,
აქ დღეს სიტყვები ვერაფერს შეცვლის,
გრძნობა სევდიან ტკივილს გულისას,
მთელ ცხოვრებას და სამყაროს ებრძვის...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent