შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მაინც მოვალ!


22-05-2016, 14:54
ავტორი keso11
ნანახია 2 095

მე გადმოვივლი შენკენ მომავალ ყველა ბილიკს და
ყველა მდინარეს გადმოვლახავ შენკენ მომდინარს,
ვერ შემაშინებს ვერც უღრანი ტყეების ჯარი
ვერც უფსკრულები ვერ შეძლებენ ჩემს დაოკებას!

მე მოვალ შენთან ჩემო კარგო მე მოვალ შენთან
ჩემო ოცნებავ,ჩემო გულის მთელო ნაწილო,
მე მოვალ შენთან ოღონდაც გთხოვ ნუ მეტყვი არას
მე ხომ მინდა,რომ ეს სიცოცხლეც შენთვის გავწირო!

მომეცი ნება რომ შორიდან ჩემთვის გიცქირო,
შორიდან მაინც შევძლო შენი სურნელი ვიგრძნო,
და მერე როცა შენი გულიც გეტყვის თანხმობას
მხოლოდ მაშინღა გავბედავ მოსვლას,რომ ჩაგიხუტო!

ნუ შეგაშინებს სხვების აზრი თუ რას იტყვიან,
თუნდ ყოველ წუთში თითი ჩვენკენ გამოიშვირონ,
მე მაინც მოვალ ჩემო გულის პატარა ჭიავ
თუნდ ამის მერე მთელ მსოფლიოს მტრად მოვეკიდო!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent