შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული სამოთხე (ნაწყვეტი)


24-05-2016, 14:15
ავტორი Pour LOLA
ნანახია 2 166

მთელი ლაშქარი, უბადლო და ძლევამოსილი,
უხმოდ უჭვრეტდა შეუპოვარ, მრისხანე სარდალს.
ისიც ამაყი, ახოვანი, სწორუპოვარი
აღმართულიყო მებრძოლთ შორის მაღალ კოშკივით.
ჯერ ელვარება სულ მთლიანად არ ჩაქრობოდა,
კვლავ შერჩენოდა სახე მთავარანგელოზისა,
თუმც რამდენადმე მის დიდებას ჩრდილი ებურა;
მზეც ასეთია ამოსვლის დროს, სხივმოკვეცილი,
როს ჰორიზონტზე გამოჩნდება, ნისლმობურული,
ან როცა მთვარე ეფარება დაბნელების ჟამს:
ქვეყნის ნახევარს მაშინ მკრთალი შუქი ანათებს
და მომავალი განკითხვის დღე აძრწოლებთ მეფეთ.
სატანაც მაშინ იმ მზეს ჰგავდა, ჩრდილი ებურა,
მაგრამ ყველაზე მოელვარე ის იყო მაინც.
სახეზე კვლავაც აჩნდა მეხის ნაიარევი
და ზრუნვისაგან მის ღაწვებსაც მიხდოდა ფერი.
მაგრამ შუბლს ქვემოთ, მამაცობის გამომხატველი
და დაუცხრომელ შურისგების მკაცრი ნიშანი,
კვლავ მრისხანებით ელვარებდნენ მისი თვალები.
ამ მკაცრ მზერაში იგრძნობოდა ღრმა თანაგრძნობაც
და სინანულიც, როს ხედავდა თანამგმობართა,
ან, სჯობს ასე ვთქვათ, მიმდევრებსა, ოდესღაც ნეტართ,
აწ კი განწირულთ სამუდამო სატანჯველისთვის;
მის გამო სულთა მილიონებს წარსტაცეს ზეცა
და მარადიულ სასუფეველს ჩამოაშორეს.
დიდებამჭკნარნი, მაინც მისი ერთგული დარჩნენ!
ასევე დგანან ზეცის ცეცხლით დალახვრულები
მუხები ტყეში, ან ნაძვები მთის მწვერვალებზე:
ძირს გადამწვარა ყველაფერი, იმათ კი მაინც
არ დაუხრიათ დამეხილი კენწეროები.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან მაგარი ლექსიია.
ყოჩაღ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent