შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დაბადების დღე!


25-05-2016, 01:47
ავტორი ერკე
ნანახია 7 133

ჩემ თავსაც არ დავიწყებია ჩემთვის მოლოცვა. აი როგორ საჩუქარი მომიძღვნა მან...

"ჩემი დაბადების დღე"

დღეს გზა - ჩემი დაბადების
სიყვარულის - გარდაქმნების,
ამ პლანეტის - გამთელების,
გულის ისევ - დალხინების.

ოცდაერთი წლის უკან, ზუსტად დღეს, ვგრძნობდი რამ საფრთხეს, რაც მომელოდა
წამის მეასედს სულ ჩამიქროლა, მთელმა ცხოვრებამ, ღირდა მცდელობა
მოაზროვნეთა ხვედრი უწილოდ, მხოლოდ ის არის, სცადოს, შეცვალოს
მაგრამ რამდენჯერ გინდა ცდა მაინც, არავის არ სურს, ჯვარს რომც ეწამო.

მე სიამაყით გვირგვინოსანი, დედოფალს ვირჩევ უკვე საკუთარს,
ვინც მეხმარება სწორ გზას დავადგე, და ეს პლანეტაც ვიღო საკუთრად
გამოვასწორო ადამიანთა, უნებურობით გრძნობებს გზა მივცე
იქნებ გაიგო ან შეიმეცნო, სიყვარულს რა ხდის ნათელს, რომ მიხვდე.

მინდა მივიღო საჩუქრად თქვენი, სული სიცოცხლის და სიყვარულის,
მინდა მივიღო ბედნიერება და ის ღიმილი, რაც გულწრფელია
თუ თქვენ მაჩვენებთ, რომ ჩვენ შორის დღეს, მყარი სიმია კვლავ გადაბმული
და ვიცოდე რომ ისევ გახსოვართ, გვერდით ხართ, როცა გზები სველია.

არანაირად ძალა ექნება, ამ დღეს თუ მარტო ჩემ ოცნებებში
გავატარებ და ვიგრძნობ ბოლომდე, როგორ ვარისხე უფალი ჩემში,
სასუფეველში შემსვლელს არ ვგავარ, რადგან სიყვარულს ჩემთვის არ ვტოვებ
ერთს, რას სანაცვლოდ ველი არის რომ, თქვენ გულებში მას მყარად დავტოვებ.

გულში ვინცა გყავთ, ეცადეთ უთხრათ და ნუ იტოვებთ მასზე იარებს
ერთხელ დასახულ მიზნისკენ ბრძოლით და ახალი გზის გავლით იარეთ,
ოცდახუთ მაისს მაინც მსურს შეწყდეს, ყველანაირი ბოღმა და შური,
გადადო ისიც თუკი ვინმეს ვნებ, ან სხვის ზიანი გაქვს დასახული.

აქ მარტივია დაშვება დაბლა, აღმართზე სვლა კი რთული ხვედრია
როგორც გგონია, სამყარო მხოლოდ, არა შავი და არა თეთრია,
მასში ბოროტი მძვინვარებს ახლაც, როცა კითხულობთ და როცა ვწერდი
იქნებ ეცადო, ჩემი ხათრით მას, გადაუარო, აქციო გვერდი.

ნუ ვკარგავთ ქარში გაფანტულ მძივებს, ნუ ვქარგავთ და მას ისევე ვარღვევთ,
სიყვარულისთვის ვიყოთ მზად მარად და სიყვარულში ათასჯერ გავცვდეთ
ეს არის ჩემი მიზანი დღემდე, ვერ გადავუხვევ ამას გპირდებით
და ამ სამყაროს ასე ბნელს სულით, მეტად ვერასდროს შევურიგდები.

დასაწყისია დიდების ჩვენთან, მე არ მინდოდა თქვენში მეფობა
სხვა გამოსავალს ვეძებ და არ ჩანს, ვგრძნობ სიყვარული თქვენ არ გეყოფათ,
დედოფალი გზას გაგინათებთ და, მიგიყვანთ სადაც თქვენ გელით შვება,
სიყვარულის გაერთიანების ედოს საფუძვლად, ამ დღესაც ქცევა!

დღეს გზა - ჩემი დაბადების
სიყვარულის - გარდაქმნების,
ამ პლანეტის - გამთელების,
გულის ისევ - დალხინების!
ე.მ.
25 მაისი 2016 00:15



№1 სტუმარი sofo

Gilocav dabadebis dges ixare da ibedniere.... Yvela sheni chananafiqri da ocneeba agsrulebodesss <3 <3

 


№2  offline წევრი nucikela

gilocav dabadebis dges mravals daeswari sayvarel adamianebtan ertad da racki genatros da chagefiqros yvela chanafiqri da survili agsrulebodes winked love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent