ფერადი მელანქოლია
ძველ როიალს დაემტვერა კლავიშები, ისმის მხოლოდ მელოდია ხემზე, მენატრება მაგ თითების ბალიშები, თითქოს მანაც უარი თქვა ჩემზე! უმიზეზოდ ინაბება ურჩი დრო და ახმიანდნენ ბობოქარი წლები, უშენობამ გამოსცადა ლაღი გრძნობა, მარტოობამ დამიფანტა გზები, ოცნებებში მოუთმენლად დამიღამდა, როცა არ დაეშვა გრძნობის ფარდა, ჟამგასული ჭრილობებიც დამიამდა, შენი მშრალი ნაკვალევის გარდა, მაგრამ ისევ წამიერმა მოგონებამ კვლავ ულმობლად შემოაღო კარი, სიყვარულის უცნაურმა მოჩვენებამ მიანგრია ცაზე ღრუბლის ჯარი, თანდათან გახუნდა ნაცნობი ფერები, აღარც რამე დარჩა სამუდამო, თითქმის გამქრალი გრძნობის ღერები წვიმას ეფერება კვლავ შენს გამო, ისევ ისე თავს მარიდებს მაისის მზე, რადგან გული გლოვობს გარდასულ წლებს და კვლავ ურჩად მემალება ამაყი დღე, როცა შემოვიკრებ დაფანტულ გზებს! კბილი გამკრა მარტოობის სევდამ, თითქოს ახლა გამოვცადე თმობა, შემომცინა უცნაურმა ბედმა, როცა ისევ დავიჟინე თრობა, მიმოიბნა მონატრების ერთი წამი, თითქოს ქარმა მიმოფანტა სევდა, უბენლიედ გაქცეული მორცხვი ქალი ჩამოჭკნა და კომპლიმენტებს ხევდა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.