შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და სიყვარული იცი როდისაა ნამდვილი..? - თ.შ.

1-06-2016, 16:29
ავტორი mimimimo
ნანახია 4 417

თვალები გეტყვის (თუ ჩახედავ) რა ჰქვია ტკივილს
და შენს გარეშე ცხოვრებაზე ატირდებიან.
თუ შეიძლება გამოძებნო რამესთან წილი
ეს პირველ რიგში უღიმღამო ამინდებია...

გავდივარ სახლებს (შენს გარეშე), დგება მაისი
და ხალხით სავსე ყველა ქუჩა ცარიელია,
დღევანდელი დღეც არ იქნება გამონაკლისი
და კიდევ ერთხელ დაგივიწყებ ამიერიდან...

დღეს ხალხით სავსე მონასტერშიც არავინ იდგა,
ვცოდავ და ღმერთმა მაპატიოს - ვერც მას ვამჩნევდი,
რადგან მტკიოდა ისე როგორც ყოველდღე მტკივა,
როცა შემთხვევით წამომცდება შენი სახელი.

ღრუბლები ცაზე შენს თვალებს გავს ატირებამდე
და ჩემი გული ჯვარცმის მერე იესოს ხელებს.
დამამშვიდებდე, მომაწვდენდე ხელებს მხრებმდე,
სხვა არაფერი, გეფიცები მე არ მაღელვებს

და ასე ვცდილობ უშენობა ამოვიკემსო,
მიყვარხარ, ვიცი სითავხედე ჰქვია ამასაც,
ჩემს სიყვარულში ჯვარზე გაცვი, როგორც იესო
და მაინც ვბედავ შენს ხელმარჯვნივ ვგავდე ავაზაკს.

დაბრუნდი. ასე გელოდები ხელებგაწვდილი,
ვგავარ ლოცვის დროს წამოცდენილ უაზრო სიტყვას...
და სიყვარული როდისაა იცი ნამდვილი?
როცა არ უნდა გიყვარდეს და შენ მაინც გიყვარს...
თ.შ.

№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

თეთრი ნისლებით დათალხულა უშენო სივრცე,
და მე არ ვიცი ვის გაუგებ უმეტეს ამის,
შენს ხატებასთან მუხლმოყრილი, როგორაც ცირცე,
ვდგავარ, თუმც თხოვნას არ ვაპირებ შენც იცი რამის.

ო, როგორ ცდები გაყოლილი დანისლულ ქუჩებს,
ჩვენთვის არასდროს არ დადგება უკვე მაისი,
რომ ეს ფიქრები ჩუმად უმზერს გაბუტულ ტუჩებს,
და გრძნობასავით ეხიზნება ქალაქს დაისი...

რომ ვერ იპოვე უფლის სახლშიც შენთვის ნუგეში,
და რომ კუთხეში აიტუზე ჩუმად, მარტოკა,
იმის ბრალია, რომ იხრჩობი ჩემივ წუმპეში,
და ამ წუმპიდან შენმა სულმა ვეღარ გატოპა.

ჰო, თვალები ჩანს ცაზე ჩემი ატირებამდე,
მაგრამ ირეკლავს ეს თვალები ცრემლებს დედისას,
და სინანულის ჩუმად უხმოდ აცილებამდე,
შეახე თვალებს ეგ ხელები შემოქმედისა.

შენს გონებაში ჩავიღვრები ისევ უშენოდ,
უბიწო ვჩანდი.. გამოვდექი გულის მპარავი,
რომ ჯოჯოხეთი აირჩია ერთმა უსენოდ,
იმაზე მეტად დამენანა ვგონებ არავინ.

რომ ხელისუფალს მოციქული ჰყავდა თორმეტი,
მე მეცამეტე ანგელოზი მოველ გვიან და
მაგ სათნო სახეს მოუხდება განა ხორცმეტი?!
ბედი ყოფილა.. სიყვარულიც დამაგვიანდა...

აქ დაწერილს ვერ ჯობს მაგრამ არ შემეძლო რაიმე არ დამეწერა

№2  offline წევრი mimimimo

ლაზარე 13

ბედი ყოფილა.. სიყვარულიც დამაგვიანდა..! feel
შემიყვარდა! love

№3 სტუმარი Mehidos achrdili

Siyvaruli..2 adamianis guli..ho am gulebis sherwymas qvia siyvaruli..magram tviton siyvaruli rcheba ugulo,sheyvarebuli adamianisadmi ar ganmicdia eg grdznoba da cota mashinebs mag siyvarulsic ar davushva shecdoma..

Dzalian magari xar..rogorc vici asakit patara xar tumca dzalian goneba gaxsnili adamiani xar..bravo super gogo xar<3

№4  offline წევრი mimimimo

Mehidos achrdili
Siyvaruli..2 adamianis guli..ho am gulebis sherwymas qvia siyvaruli..magram tviton siyvaruli rcheba ugulo,sheyvarebuli adamianisadmi ar ganmicdia eg grdznoba da cota mashinebs mag siyvarulsic ar davushva shecdoma..

Dzalian magari xar..rogorc vici asakit patara xar tumca dzalian goneba gaxsnili adamiani xar..bravo super gogo xar<3

დიდი მადლობა! love

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent