შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

... შენ - უჩემფერო ...


17-06-2016, 18:24
ნანახია 4 654

და შენი წასვლა,
უსათუოდ ჩემი ბრალია.
ჩემთან ვერ გხედავ,
დღეს ეს ჩემთვის დიდი ნაკლია.
წახვედი, მაგრამ
კვლავ მიყვარდე ჩემი ვალია.
შენ, რომ ვერ გწვდები
სიგრძე კი არა,
სიბრძნე მაკლია...

... შენ - უჩემფერო ...



"მარტოდმარტოა" დარჩენილი დღეს "ჩვენი" ბარი,
ისევ ეულად იყურება "ჩვენი" მაგიდა
მე კი ვდარაჯობ, რომ აქ ვინმე სხვა არ ჩამოჯდეს
და მან არ შეძლოს მოგონების წამით გარინდვა ...

... შენ - უჩემფერო ...



წვიმაა დღესაც,
ამიტომაც იჩქარე კარგო,
ერთ ოცნებასაც, რომ ვერ მიხდენ მე ამას ვხედავ.
შენ დამპირდი, რომ იცეკვებდი ჩემთან წვიმაში
მაგრად ამაოდ, მერამდენე წვიმაა ჩვენს თავს...

... შენ - უჩემფერო ...


ჩემიდან შენამდე ძალიან შორია,
ჩვენს შორის გაბმული ხიდიც კი ჩაინგრა.
დღეს ვფიქრობ იქნებ და საერთოდ არც ღირდა...
ამ ურთიერთობის აღდგენა არ მინდა.
ჩემიდან შენამდე იმდენად შორია,
ბევრი რამ გვაშორებს, ფიქრიც კი არ მინდა,
მაგრამ ოდესღაც შანსი რომ მომეცეს
ვიცი, რომ ყველაფერს დავიწყებ თავიდან...

... შენ - უჩემფერო ...


აი, ხო ხედავ ყველაფერმა აზრი დაკარგა,
უკვე არაფრის შესწორება არ გძალუძს შენ და
მე მაპატიე თუკი გული რამეზე დაგწყდა,
უსიტყვოდ გტოვებ, მაგრამ მტკიცედ მივდივარ შენგან ...

... შენ - უჩემფერო ...


ეხლა, რომ შემეძლოს რამით დაგეხმარო,
ჰო! შენი გულისთვის ღიმილსაც დავთმობდი.
ეხლა შენს სახეზე ღიმილი, რომ ვნახო,
დედასგეფიცები ჩემს ღიმილს დავთმობდი ...

... შენ - უჩემფერო ...


როცა მოვკვდები ხომ გამატან ჩემო შენს ღიმილს,
როცა მოვკვდები, შენ ხომ შეძლებ სევდა არ ზიდო.
მხოლოდ ამას გთხოვ თუ გაგასწრებ კარგო იმქვეყნად,
ღმერთს უბედობა არასოდეს, რომ არ შესჩივლო...

... შენ - უჩემფერო ...


ამ ბოლო დროს წერის თავიც არ მაქვს,
შემომიჩნდა, რაღაც სევდის მახრა.
ვფიქრობ დღენიც ცოტა დამრჩა, მაგრამ
სულ არ ვდარდობ და ეს სულ არ მტანჯავს.
ჰოო... არ ვდარდობ, გთხოვ ნუ გიკვირს რადგან,
დღეს თუ არა ხვალე უფალს ვნახავ...

... შენ - უჩემფერო ...



მოდი დაბრუნდი, იქნება და არსად არ გიშვებ,
ნუ შეგაშინებს ჩემი სახის ცივი ღიმილი.
ვცდილობ ამ ღიმილს გავატანო, მე რაც მაწუხებს,
და ღიმილს უკან იმალება დიდი ტკივილი...

... შენ - უჩემფერო ...


სევდისფერ ბილიკს მივყვებით,
მე, შენ და არა-რაობა.
სიყვარულისფერ გაზაფხულს,
არ უწერია დადგომა.
მე გეუბნები
-მიყვარხარ!
შენ კი მპასუხობ
-მადლობა...
ეს ჩემო კარგო
გრძნობაა
არა
რაიმეს წყალობა ..

... შენ - უჩემფერო ...


"და სიყვარული, როდისაა იცი ნამდვილი?"
ვერ ვიტან... ვერა... საოცრად მძულს მე ეს სიტყვები.
ნამდვილი არის ყველა გრძნობა, რასაც კი გავცემ
თუ ამას ვერ გრძნობ, რას მიხვდები, როგორ მჭირდები...

... შენ - უჩემფერო ...


მრგვალი მაგიდის კუთხეში ვარ ისევ და ისევ,
არაფრის მომცემ, უიმედო საუბრებს ვისმენ.
მე, რომ შემეძლოს ღმერთს სიცოცხლის ნახევარს მივცემ,
მხოლოდ ერთხელ, რომ გამეგონა გული თუ გიცემს.

... შენ - უჩემფერო ...


მუდამ ფიქრობდი, რომ შენს იქით
გზა აღარ მქონდა,
ბევრი ვეცადე მეგონა, რომ
გრძნობები გქონდა.
ხოდა მეც წავალ მიგატოვებ
უგზო ნავივით,
უჩემოდ ყოფნას დაგიტოვებ
საჩუქარივით ...

... შენ - უჩემფერო ...


გრძნობის ქუჩაზე დაგინახეს გუშინ შემთხვევით,
წამსვე "მახარეს"
-უპოვნია შენი შემცვლელი,
მაგრამ ძვირფასო მე იმ გრძნობის
ახსნას ვერ ვძებნი,
სხვასთან, რომ ხარ და ისევ მე მწერ
კვლავ თუ შეგხვდები ...

... შენ - უჩემფერო ...


და მე ყველაზე ტკბილად შევცდი ვამტკიცებ ღმერთთან,
რომ შენთან ყოფნას ვერ ვუწოდებ შეცდომას მძიმეს.
ისიც მინდოდა წასვლამდე, რომ მალულად მეთქვა
"მე შენ ტუჩების სიქალწულე შემოგაფლითე"...

... შენ - უჩემფერო ...


ფიქრობ არ სტკივა ცას მზის ამოსვლა?
გაიჭრას უნდა ღრუბლები შუაში.
სწორედ ასე ვარ ვიცი, რომ მატკენ,
მაგრამ ჯიუტად ჩემიდან არ გშლი ...

... შენ - უჩემფერო ...


ისე მომენატრე, სუნთქვაც მავიწყდება,
თვალებს არ უხდებათ ტირილი.
დიდი ტკივილია თურმე მონატრება,
თანაც უსაშველო ტკივილი...

... შენ - უჩემფერო ...


ისევ საოცრად მომენატრე,
მაგიჟებს ეს და
ხვალ შეიძლება აღარც ვიყო ,
დღეს მინდა შენთან...

... შენ - უჩემფერო ...


მოდი გეხვეწები ისე მიმიხუტე,
წამით არ ვიფიქრო ჩემი, რომ არა ხარ.
გრძნობა შეციებულს თავი შემომფიცე,
გთხოვ არ მაგრძნობინო, ჯერ რომ პატარა ვარ.
მოდი გეხვეწები, ყინვა შემომილღვე,
გუშინ შეციებულს სულში მაკანკალა.
გრძნობა გამიცვდა და ახლით შემიმოსე,
ვხედავ ჩემო კარგო შენ სხვას, რომ არ ჰგავხარ.
მოდი გეხვეწები ისე მიმიხუტე,
წამით არ დაფიქრდე შენი, რომ არა ვარ.
შენ თუ ვერ ივიწყებ, მე არ მაგრძნობინო,
ჯერ, რომ ბავშვი ვარ და ჯერ, რომ პატარა ვარ.

... შენ - უჩემფერო ...


მიყვარხარ!
გაცვეთილი სიტყვა არის,
მაგრამ ფასეული,
შენი სიყვარულიც
მხოლოდ სიტყვებია
გრძნობადალეული.

... შენ - უჩემფერო ...


ტირიან...
გრძნობებიც ტირიან,
ჰოო მათაც ევსებათ ფიალა.
გრძნობებიც გრძნობენ და ტირიან,
თუ როგორ დამტოვე მტირალა...
ტირიან ...
გრძნობებიც ტირიან,
გრძნობებსაც სახელი ეცვლებათ.
სიყვარულს დავარქვი სევდა და
ბედნიერებას "ეგ რაა?"...
ტირიან...
გრძნობებიც ტირიან,
გრძნობებმაც იგრძნო, რომ დამტოვე,
გრძნობებმაც იგრძნო, რომ მიყვარხარ
შენ კი ყურიც არ მათხოვე...
ტირიან...
გრძნობებიც ტირიან,
გრძნობებიც ვერ მტოვებს დიდხანს და
შენ ასე რა შემოგიტია,
მარტო რომ დამტოვე მტირალა...
ტირიან!
გრძნობებიც ტირიან...

... შენ - უჩემფერო ...


ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი მოლურჯო

ფოტოები მომეწონა ძალიან.
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი ჩუმი პოეტესა

სევდიანი გიჟი
ფოტოები მომეწონა ძალიან.

<3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№3 სტუმარი ^^^

საოცარი ხარ !

 


№4  offline წევრი ჩუმი პოეტესა

^^^
საოცარი ხარ !

საყვარელო <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№5  offline მოდერი Marry Amm

კარგებია ძალიან

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემიდან შენამდე ძალიან შორია,
ჩვენს შორის გაბმული ხიდიც კი ჩაინგრა.
დღეს ვფიქრობ იქნებ და საერთოდ არც ღირდა...
ამ ურთიერთობის აღდგენა არ მინდა.
ჩემიდან შენამდე იმდენად შორია,
ბევრი რამ გვაშორებს, ფიქრიც კი არ მინდა,
მაგრამ ოდესღაც შანსი რომ მომეცეს
ვიცი, რომ ყველაფერს დავიწყებ თავიდან...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent