შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მ ა ი ნ ც !


13-07-2016, 01:35
ავტორი Kristy
ნანახია 1 879

მაინც დაუზამთრდა ჩვენს სიყვარულს,
მაინც ფოთოლივით შემომაწყდი
და ჩვენი გაცნობის უტყვ სიხარულს
ისევ მგრძნობიარე ლუკმას ვაწვდი,

მაგრამ დაელია სიტყვებს წარმოსახვა
და დღეს ეტლში ვცხოვრობ მოგონების,
რადგან ისევ მინდა შენი ნახვა,
რადგან აღარ ვუსმენ ხმებს გონების!

დღემდე არ მასვენებს ურჩი გრძნობა,
თითქოს შენზე ფიქრში ვიკარგები,
კართან ატუზული ძველი ტრფობა
შენს სილუეტს აქრობს... იკარგები!

მაინც შემოგვაკლდა ფერთა ცნება,
მაინც დავიღალეთ მოლოდინით
და საიდუმლო წამის ოცნება,
უეცრად ძლიერ შეკრთა ლოდინით!

შენ უდღეობით დაკარგე მალა
და შემომეხა მე თეთრი ფატა,
როცა სიტყვებმა დაკარგეს ძალა
და წამიერმა გრძნობამ გაგვფანტა:

წუთმა წაიღო წამის წადილი,
სიტყვამ ქაოსში ჩატეხა ხიდი
და უჩინარი თეთრი მანდილი
გახდა წარსულის მედგარი გიდი!

მაინც შემოკრა გრძნობებმა ზარი,
მაინც შევწყვიტეთ ურთიერთობა...
როგორც წამზომში გამჩნდარი ბზარი,
უიმედობით გატყდა ერთობა

და ჯვარსგაკრული უტყვი კრავივით,
ერთად ვისწავლეთ დუმილით თრობა
და სიმდაკარგულ ძველ საკრავივით,
ტრფობის ცრემლებს ღვრის მარტივი გრძნობა!

ეული სულის უკვდავ ქარებთან
მე მას სიმართლე არ მინდა ვუთხრა
და სანუკვარი გრძნობის კარებთან,
ჩვენი სიგიჟით დავკარგეთ სუნთქვა!

მაინც ძველი დრო სიძვასთან იწვა,
მაინც დაობლდა თავისუფლება
და თითქოს წამი ჩემს ხმაზე იძრა,
როცა ხელთ იგდო მან ეს უფლება!

უშენო წუთი დღემდე გრძნობებით
ავსებს ლოდინით არდაღლილ თვალებს,
მაგრამ მომავლის უხვი ცხოვრებით
ვერ გაექცევი წარსულის ვალებს!

დღემუდამ ვებრძვი ერთობის სურვილს
და თუ ოცნებამ სუნთქვა შეწყვიტა,
დამეფიცება, მომავლის წყურვილს
საუკუნეა უკვე ვერ ვიტან,

რადგან შევწყვიტე ერთგულად მოცდა,
მაინც გავხედე აკრძალულ საზღვარს
და კვლავ სურვილში ვიღიმი, როცა
წარმოდგენები გასცდება ამ ზღვარს!



№1 სტუმარი Nini

Dzalian kargi leqsia momewona.

 


№2 სტუმარი Magda

დიდებულია როგორც ყოველთვის , საოცრად წერ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent