შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნება


25-07-2016, 16:30
ავტორი ერკე
ნანახია 2 424

მიიწევენ სიხარულით ფერიების შტო მაღლა,
ჩემი გოგოც აღარ ტირის, შინ შემოსულს მომახტა
ვერაფერმა გამინელა სიყვარული მის მიმართ
ყველგან მიმყავს და წავიყვან, სად ვაპირებ, მივდივარ.

სურვილებს გადავაბიჯე, მოვქრივარ ფისუნია
ამ ოთახში შენი სუნთქვის და სხეულის სუნია,
მე ერთ გზაზე ავტოსტოპით სამოთხემდე მოვიწევ
და ყველაფერს გადავლახავ რის კეთებაც მომიწევს.

თუ მას ფიქრობ, რამე ხდება და იცვლება ჩაქნევით
ხელის პირველი თავს შენვე უშველიდი გაქცევით
პრობლემას რომ ეჭიდები თავად აქცევ შენსა დღეს,
სავსე ლხინით, უკან იხევს პრობლემები მეტადრე.

განუსაზღვრელ ვადას გაძლევ, ჩემთან ყოფნას დასჯერდი
ჩემ ულევად მყოფ სიყვარულს, მოკლედ ჩემთან გაჩერდი,
ხვალე გეტყვი შენ მიყვარხარ, ზეგაც გეტყვი იმავეს,
ათასჯერ გაგიმეორებ, თუ ვხედავ არ იკმარე.

მივქარე და გელოდები, ჩემთან ჩემო ბაჭია,
ჩვენი ურთიერთობა დღეს, სატვირთოთა საჭეა
ორი რულით, და მუხრუჭით, ერთი შენ და ერთიც მე
ჩემზე აკრულს დაგეძინოს, ჩემთან ახლოს, გვერდიგვერდ.

შეყვარებულს, გაგიჟებულს მომანათებ შენ მზეო
მეტყვი მხატვარს, მინდა შენს წინ ვიდგე და დამხატეო
მე კი გეტყვი, მსურს დაგხატო, ტანსაცმელის გარეშე
სულ შიშველი ჩემ წინ მდგარი, გამაშეშებ წამებში.

სიარულით ვბარბაცებ, თუ მთვრალი ვარ და ვერ ვხვდები,
მიყვარს, როცა შენ მაგიჟებ და შენ სხეულს ვეხები
გადარეულს, ზედ ჩაცმულებს შემოგახევ საკუთრად,
ასე ნაცვამს, კი ჯობია, ის რაც ჰქონდა საჩუქრად.

თავბრუს მახვევს ცეკვა-ცეკვით, სიტყვას ვუკრავ გარბენზე
გუშინ ერთად ვსეირნობდით, ყავას ვსვამდით შარდენზე,
თვალებს როცა ახამხამებს, მინდა ვეცე ვაკოცო
მაგრამ, როგორც ახლოს ვიწევ, ლამის ვნებით გამტყორცნო.

სიყვარული თუ სენია, გამაკარით მაწამეთ,
სიყვარული თუ ჩვენია, მაშინ სითბო მაჭამეთ,
ვიგრძნო, შენთვის საჭირო ვარ, ვიგრძნო როგორ გჭირდები,
როცა მეკვრი და თავს მადებ, შენ სუნთქვაზე ვმშვიდდები.

მას არასდროს ავიწყდება, რომ სამყაროს ნაკლია,
თითქოს ხდება ხელოვნური, სიყვარულიც აკლია,
ბრუნავს მთვრალი, ანდერძს ტოვებს, წარუშლელად გვატყვია,
სიყვარულის და სიგიჟის, გავარდნილი ბრმა ტყვია.

მინდა შევძვრე და გავადნო ამ ფიქრების სიმწარე
შენ გარეშე ვეღარ გავძლებ, შენით სუნთქვა ვისწავლე
თუ კი ახლა მხედავ ქუჩის, საბანს შიგნით გახვეულს
ენაც მებმის, თავიც მტკივა, სიზმრად ისევ არეულს.

ამ ოთახში შენი სუნთქვის და სხეულის სუნია,
გადავყევი შეფიქრებას, სითბოს წყარო გულია
ზევით-ზევით მიიწევენ, ფერიების შტო მაღლა,
გადაქანცულს სახლში მოსულს, ვნებიანად მომახტა.
ე.მ.
25 ივლისი 2016



№1  offline წევრი anna31

Me amayi var,rom shen myavxar gverdit da ai aset leqsebs miwer <3 me bednieri var imitom,rom shemidzlia giwodo chemi! Me mixaria sicocxle shentvis imito,rom vici giyvarvar! Me game mshvidad mdzinavs imito ro vici dilit telepons ro davxedav sitboti da siyvarulit gajgentili sms damxvdeba! Maxareb da mabedniereb...

 


№2 სტუმარი Shore shore

Zalian momecona ragacnairad gamatbo

 


№3  offline წევრი anna31

Shore shore
Zalian momecona ragacnairad gamatbo

sikvarulma icis:dd vuyvarvar da ra knas:d cheminichieria es :p

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

anna31
Me amayi var,rom shen myavxar gverdit da ai aset leqsebs miwer <3 me bednieri var imitom,rom shemidzlia giwodo chemi! Me mixaria sicocxle shentvis imito,rom vici giyvarvar! Me game mshvidad mdzinavs imito ro vici dilit telepons ro davxedav sitboti da siyvarulit gajgentili sms damxvdeba! Maxareb da mabedniereb...

დიახ დიახ... მიყვარხარ ჩემო ფისუნია love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline წევრი anna31

ერკე
anna31
Me amayi var,rom shen myavxar gverdit da ai aset leqsebs miwer <3 me bednieri var imitom,rom shemidzlia giwodo chemi! Me mixaria sicocxle shentvis imito,rom vici giyvarvar! Me game mshvidad mdzinavs imito ro vici dilit telepons ro davxedav sitboti da siyvarulit gajgentili sms damxvdeba! Maxareb da mabedniereb...

დიახ დიახ... მიყვარხარ ჩემო ფისუნია love love

mec mikvarxar chemo datunia <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent