შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საგიჟეთიდან გამოვიქეცი


2-11-2016, 00:31
ავტორი ერკე
ნანახია 1 637

საგიჟეთიდან გამოვიქეცი გუშინ
დადნა კარები, რკინის რომ დებდა საზღვრებს
რა ვქნა, არ მსურს რომ მქონდეს ცხოვრება ფუჭი
და კოსმოსს გარეთ, გალაქტიკის მთებს გავცდე.

რადგან ვგრძნობ
არსებობს რაღაც, ჩვენზე დიადი
და ვერ გთმობ
ვიცი რომ გული ჩემკენ მოგიპყრავს მზიანი.

ჰაერს ვსუნთქავ ჩემთვის არის უცხო სამყარო
დავიკვეხნო თუ სულ გავჩუმდე და ისე გატარო?
იცი შენ სხეულს სხვა რომ არავინ უნდა აკარო
მე ხომ შენით მაქვს ცხოვრება საამაყო.

თუ დავრჩი
სიცოცხლეს გავიღებ და შევცვლი ყველაფერს რაც მიყვარს
წარბს შევხრი
თავს დავხრი
წინაშე შენს,
გულში რაც
გაბრწყინდა
თავშივე
აგვიხდა
და ცენტრში შენ გარდა, ყველაფერს შევცვლი.

საგიჟეთში რაც ნამყოფი ვარ, ვითვლიდი გასვლის დღეებს
მე ხომ ვიცოდი გავშორდებოდი ამ სამყაროს უცნაურ მზეებს
რომ მანათებდნენ და მიჩვევდნენ
ადამიანი შეეჩვეოდა იმ უზრუნველად ყოფას
ხელის განძრევა რომ არ უწევს, იკმაყოფილებს ძღომას
მე არ ვაყენებ შეურაცხყოფას
მაგრამ ადამიანად არ ვბადებულვარ
და გავარღვიე რკინის ზღუდენი
სიყვარულისთვის ბრძოლა კი
არ დამიწყია, ჯერ მხოლოდ ვხურდები.

გულის არეში მესობა უზარმაზარი ისრები,
გზაზე მიმავალს, სიყვარულის ტალახშიც კი ვისვრები
თავისუფალი მზისებრი და მონატრების მწვავე წუთები
საგიჟეთში დროც სხვაგვარად რბის, თავისუფლების.

ყველა ბილიკი
შენკენ ისწრაფვის
ხვევნა-ქილიკი
მომდის აქამდე,
მე არ ვჩერდები
დროს ვაცდი ცოტას,
და მთის ვარდებიც
აჰყვნენ ცდუნებას.

რათა სიყვარულს შეჩვეულნი, სიცივე უწევთ
და ყოველ სითბოს აკოწიწებენ, ცალ-ცალი მუჭით
სულ ნასოფლარზე, არც-ერთია ოდესღაც მთვრალი
მოხეტიალე, ვით ქარავანს მდევარი მგზავრი.

საგიჟეთიდან იმისთვის კი არ გამოვქცეულვარ,
რომ მხოლოდ გავიქცე სხვა სამყაროში,
გამოვიქეცი, საპოვნელად მზის, რომელიმე ბულვარს
იქნებ აგვისტომ დაინიავა, ანდაც ივლისმა დაგვასწრო დროში.

გახსოვდეს ქალო, მე შენ გდევ კუდში!
მენატრები და ახლა ვერ გიკრავ, მაგიჟებს გულში,
თუ აქამომდე მე შენ ბაგეზე, ვერ დავესვენე
ამ დაკარგულ დროს, აღვიდგენ, ამას გაჩვენებ.

საგიჟეთიდან გამოვიქეცი გუშინ
ჩამიძვრა სულში სიყვარულის უკვდავი წყარო
ხელს გტაცებ და გადაგიყვან კოსმოსის მთებში
მე შენთვის მინდა, მონატრებულო, მთელი სამყარო!
ე.მ.



№1  offline წევრი elene tetruashvili

მომეწონა უზომმოდ wink

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

elene tetruashvili
მომეწონა უზომმოდ wink

დიდი მადლობა <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline წევრი choco

heart_eyes heart_eyes [u][/u][i][/i][quote][/quote][hide][/hide]ძალიან ძალიან კარგია რაღანაირად სხვანაირია შEნნაირია

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

საიდან იცი მე როგორი ვარ რომ მეუბნები შენნაირიაო :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline წევრი choco

ერკე
საიდან იცი მე როგორი ვარ რომ მეუბნები შენნაირიაო :D

მგონია რომ ვიცი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent