შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სული აწრიალდა (ერკე მიდასი)


9-11-2016, 17:29
ავტორი ერკე
ნანახია 1 762

სული აწრიალდა
წამში ჩქარა-ჩქარა,
სიტყვამ სიმარტოვის
მთებში გადამმალა,
უფლის ვიწამე და
ფრთები დამაფარა,
მაგრამ ტკივილები
ისევ განმიახლა
ფიქრმა სიკვდილისა
ტყვია გამაკარა
სევდამ სიმართლისა
სხივი დამანახა.
რატომ აწრიალდა
სულში შემოდგომა
ხვალინდელი დღე კი
უფრო შემეტკბობა,
ფიქრი ახლანდელზე,
ფიქრი წინანდელზე
ფიქრი ყველაფერზე,
რამაც დამათოვა,
ქართა რქაგრეხილი
რკალი სიმარტოვის
თუკი ატეხილი
ყველამ მიმატოვეს
ალბათ დაგვიშინეს
ცეცხლი ზარბაზნებით
და შენში შევნიშნე
მარად აღტყინება.
სცენა დატრიალდა
რაღაც უცნაური,
რატომ აბრიალდა
ცეცხლი უბედური,
შენს უმანკო თვალში
შენს სიტყვიერ სახლში,
შენ საყვარელ ქალში
ან საკუთარ თავში.
შენ ხარ, ვინც სჭირდება
მომავლად მსოფლიოს
ცხოვრება ძვირდება
მრავლდება ცოფიო,
მარტო გიყურებ და,
მხოლოდ გაკვირდები
თუკი იმ წუთებად
სუსტად დაიღრვები,
ჩემში გარდატეხა
მოხდა შემოდგომის
ზამთრის სიცივეთა
დრონი შემეტკბობა,
როცა სიხარული
ათბობს ყოველ ჩვენგანს
გვინდა სიყვარული,
თუმც, ვიცით რას ნიშნავს?
დაზუსტებით არა,
გული გვიწრიალებს
თითქოს ვცხოვრობთ მარად,
დროს რომ ვატრიალებთ.
თავში აგვივარდა,
ბევრი ყურადღება
სული უსულობით
უკვე ვეღარ ძღება,
მე ისევ მარტო ვარ
მე ისევ აქა ვარ,
და ისევ დამტოვა
ამ ცივმა ზამთარმა.
მარტმა გადამრია,
მისმა სიგიჟებამ
ფეხი დამცდენია
სახლის შენებისას,
ღამეს ვათენებდი
ყინვას შევუსწარი
ლოდებს ვაგორებდი
ღია მქონდა კარი,
სირბილს დავუძვერი
ქმნილან უძღოება
თავი დავიჭერი
მჭირს გაუცხოება,
გულში სიყვარულს ვერ
ვაშენებდი ბრძოლით
ლოდს ვაგდებ თავს ვუშვერ
ველი შედეგს ძრწოლით,
რატომ გამიჭირდა,
სიტყვების თამაში,
ვეძებ ჭეშმარიტებას
გონიერ კამათში
თუკი დამჭირდება
ვინმეს დახმარება
ხელს გავიწვდი, მაგრამ
ყველა მეტყვის - არას.
ამბობენ - მიყვარხარს
ამბობენ - ჩემი ხარს,
კიდევ ბევრ რამეს და
რჩება მხოლოდ სიტყვად,
არაფერს აკეთებს
არავინ ამ ქვეყნად,
თუ კი ვინმეს ეძებ,
იყავ თავის იმედად.


პ.ს.
უბრალოდ სიმარტოვის დაძლევაში მე ლექსების ჩახუტება მეხმარება.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

Moshodo
Marto shen ara

Ukve meoce zamtari dgeba .
Me ocjer vnaxe fotolta cvena
Ocjer vixile yvavilta tova
Ocjer gamyina me sulma chemma

უძლებ?
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

eremar
ვერ ვუძლებ ვერა (((((((

შენ კიდე რა გაქვს საწუწუნო? ასეტი ლექსების წერა რომ შემეძლოოს...❤️

მოიცა დავიბენი. წინა კომენტარი შენია თუ ის სხვამ დამიწერა? ლექსები ყოველთვის არ მეხმარება ხოლმე მაინც. შენ კი მახსოვს რომ ჩემი შემოქმედება არ მოგწონდა stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue :D
ყველაფერი კარგად იქნება. იმედია. ყოველთვის კი ვეუბნები ამას საკუთარ თავს, მაგრამ ისევ კედლებს შორის მარტო ვზივარ.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3 სტუმარი Guest ერკე

eremar
ერკე
eremar
ვერ ვუძლებ ვერა (((((((

შენ კიდე რა გაქვს საწუწუნო? ასეტი ლექსების წერა რომ შემეძლოოს...❤️

მოიცა დავიბენი. წინა კომენტარი შენია თუ ის სხვამ დამიწერა? ლექსები ყოველთვის არ მეხმარება ხოლმე მაინც. შენ კი მახსოვს რომ ჩემი შემოქმედება არ მოგწონდა stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue :D
ყველაფერი კარგად იქნება. იმედია. ყოველთვის კი ვეუბნები ამას საკუთარ თავს, მაგრამ ისევ კედლებს შორის მარტო ვზივარ.
ოჰ, რა ეგოისტი ხარ რა:)) ეტყობა ერთხელ რაღაცაზე გაგაკრიტიკე და შენც დაასკვენი რომ არ მომწონხარ:@ აბა სულ ხოტბას ხომ ვერ შეასხამენ.. ძალიანაც მომონს შენი შემოქმედება, ყვეაფერს ვერ ვგებულობ აგეამ მაინც,თუმა რაც კარგია კარგია. ძალიან თბილი გული გაქვს და ყველაფერი გწყინს, ეგაა:)) მარტოოას რაც შეეხება, ეგ შენი გაასაწყვეტია, თუ ოდესმე ამოძვრები სჰენი ნაჭუჭიდან, ყველაფერი რიგზე გექნება, არ არის საჭირო მარტოკამ შეეჭიდო ყველაფერს. იმედი მაქვს, ბოლოს მაინც კარად იქნები და შენი მიზნებს ანხორციელებას შეძლებ. იქამდე იოცნებე და წერე <3 <3

კრიტიკას არ ჰგავდა ისინი და ალბათ ამიტომ.
თორე კრიტიკის პრობლემა არ მაქვს, პირიქით კრიტიკა ძალიან მიყვარს.
მე მხოლოდ ის დამრჩენია, ჩემი ნაწერების რედაქტირება ვისწავლო, ვგულისხმობ მოთხრობებს ან შეჭიდებულ რომანებს. ერთი ცუდი თვისება მაქვს. ვწერ და მერე ვეღარ ვუბრუნდები შესამოწმებლად :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent