შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენს თვალებში სამყაროს ვხედავ !


21-11-2016, 15:06
ავტორი Kristy
ნანახია 5 012

მე შენს თვალებში სამყაროს ვხედავ, შენი ღიმილი ფიქრებს აფერხებს,
შემოჩენილი ანცი სურვილი დღეს დადუმებას ვეღარ ახერხებს,

გრძნობის ფერებით ივსება წუთი, წამზომი წამებს ტრფობით აღვიძებს,
შენი შეხების ურჩი სურვილი ჩემი მომავლის გეგმებს აღვივებს,

სადაც მთავრდება შენი სიშორე, სადაც სიტყვები იმედს მანიჭებს,
რომ ჩემს თვალებში ეძებ სინათლეს და შენი ხილვა სუნთქვას მავიწყებს!

ვგრძნობ, შენს მზერაში როგორ ვიღვრები, როგორ შემომრჩა კენტი სურვილი
შენი საუბრის სმენით ვტკბებოდე, არ მაწუხებდეს შენი წყურვილი,

როცა შევაღებ წარმოსახვით კარს, შენი თვალების უცხო საფარქვეშ
დამელოდება გრძნობის სამოთხე, როგორც სიწმინდე შენი ხმის ფარქვეშ...

მსურს, რომ გაჩუქო ნათელი გრძნობა, რომ არ დაგაკლდეს შენი მალები
და ერთადერთი ღია ფანჯრიდან სინათლის სხივებს ვერ ვემალები!

ვერ დაგიმალავ, რომ შემიყვარდი, როცა ნაკლებად მჯეროდა ამის,
რომ ეს ხმა ჩემში ჟრუანტელს იწვევს და ვერ ვახერხებ გაგებას ამბის,

თან საზარელი აზრი მაშინებს, როცა მომავლის სხივი გეცემა,
რომ სიზმარია ყველა ოცნება თუ ჩვენი ჩრდილი ერთად ეცემა...

ვგრძნობ შემოჭერილ თითებს მაჯებზე და იმ გარინდულ წამებს დავცინი,
როცა დავლანდე მზერა პირველად, როცა სამყაროს წამით გავცილდი!

ვხედავ, რომ დამდევს შენი აჩრდილი და გიწვდი ჩუმად ხელებს - სევდიანს,
როცა ვიღვიძებ დღეს ძველ მაჟორში, როცა მომავალს ვხედავ ერთიანს,

ყოველთვის ველი შემეხმიანო, წამის დუმილი ნერვებს მიწეწავს,
და იმ საკვირველ ფიქრს ვერ ვერევი, რომ მოლოდინი სულსაც მილეწავს...

გპირდები, არსად იქნები მარტო, ფიქრებს არასდროს აგიშლის ქარი,
შენი ნაბიჯის ექოზე ვივლი, რომ შეგაყვარო თავნება ქალი!

დღეს კი შევყურებ შენს ნაკვალევზე გაცვლილ ოცნებას, რომელმაც მარგო,
რადგან სიტყვებმა დაკარგეს ძალა, მხოლოდ ამის თქმა შევძელი კარგო:

რომ დამეღუპოს სიტყვა ართქმული, წასვლის სურვილმა წამი არიოს,
შემომეცალოს ირგვლივ ზაფხული და შემოდგომამ გრძნობა დალიოს,

შენი ფერები შემოსავს სივრცეს, როცა მომავლის ფიქრი ამყვება,
სადაც შენს გვერდით თამამად ვსუნთქავ და შენი ჩრდილი ფარად დამყვება!

მე შენს თვალებში სამყაროს ვხედავ !



№1 სტუმარი Magda

ვიდეო სადაა ?

ლექსიი საოოცრებაა როგოორც ყოველთვიის

 


№2 სტუმარი Magda

Kristy
Magda
ვიდეო სადაა ?

ლექსიი საოოცრებაა როგოორც ყოველთვიის


ვიდეო დავამატე, მაგრამ რაღაც კოლაჟი გამოჩნდა ბოლოს, რაც საერთოდ არ მქონია იდეაში (არ ვიცი რატომ)


და რა იყო ვიდეოზე ?

 


№3 სტუმარი გვანცა))

რა კარგი ლექსიაა❤
წარმატებები ))

 


№4  offline წევრი lilianna..

Genacvale.dzalianmagari leqsia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent