შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყო სურვილი გრძნობა კი არა


2-12-2016, 09:00
ნანახია 2 093

იყო სურვილი
გრძნობა კი არა,
იყო ტყუილი,
იყო მიყვარხარ.
იყო ცრემლები,
სიცილი იყო
და ყველაფერი
ხანმოკლე იყო.
თითქოს არც იყო,
იყო კი, არა,
ცხოვრებამ ისე
დაგვატრიალა,
აღარც კი მახსოვს,
სიმართლე იყო?
ან როდის იყო,
იყო? არ იყო?
იქნებ საერთოდ
არც კი ყოფილა,
იქნებ სურვილი
დაკმაყოფილდა,
ან ბედისწერის
ხარვეზი იყო
ის, რაც ოდესღაც
ჩვენს შორის იყო.
იქნებ ნიშანი
სიმართლე იყო,
იქნებ საერთოდ
არ წასულიყო?
ან ვინც მეგონა,
ის, სულ არ იყო
და ბედისწერის
გზებიც გაიყო
****
მე თუ ავტირდი,ამატირებს უშენოდ ყოფნა,
ჩემს ბნელ ოთახში ისევ სევდა დაისადგურებს,
გამახსენდება შენი ნაზი ტუჩების კოცნა,
შენი ტკბილი ხმა ჩემს არსებას რომ ანადგურებს,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რას ველოდით,რა გვხვდა წილადა,
შენი თვალიდან მოწყვეტილი უმანკო ცრემლი
დედამიწის გულს გააღვიძებს,მშვიდად რომ სძინავს.
მე შევიყვარე ხმა რომელიც ახლაც ჩამესმის,
ხმა ვარსკვლავია მიუწვდომლად რომ გვიმზერს ციდან,
შენთვის მე ალმათ შემოდგომოს მონატრება ვარ,
ფოთოლცვენის ქვეშ მოყოლილი ყვავილი ციდა,
მაშ ავტირდები ამატირებს კვლავ უშენობა,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება,რომ არსებობს ამ ქვეყნად ბიჭი,
ბიჭი,რომელიც თვალცრემლიან გოგონას ელის...
****
არც ერთ გრძნობას არ ეგების მიძალება,
არც სიცრუით დაგებული კაკანათი
სიყვარულზე ლაპარაკი ისწავლება,
სიყვარულს კი ვერ ისწავლი ლაპარაკით...
მაშ!- ნუ გათრთობს ზღუდეა თუ ტიხარი,
გადაევლე სიძულვილის დირესაც
მოდი...იმგვარს გაუმარჯოს სიყვარულს!
ყივჩაღივით კარს,რომ შემოგილეწავს....
დღეს აქა ვართ,ხვალ სხვაგან მოგველიან
სად არ მოსჩქეფს სიყვარულის ვნების წყარო,
სიყვარული იმდენჯერვე პირველია!
რამდენჯერაც შეგიძლია შეიყვარო.....
****
ზეცამ რაღაც საიდუმლო მანდო
ლურჯ თვალებით შემომცინა იამ,
დღეს რომ გული შემიტოკდა
კარგო სიყვარული,ალბათ ამას ქვია.
სახელიც კი არ ვიცოდი შენი
,შემომცინე, დავემსგავსე ნიავს,
რაღაც მითხარ,როგორ დავიბენი,
სიყვარული ალბათ ამას ქვია..
.საპასუხოდ ვერ გავხსენი ბაგე,
გულის კარი შენთვის დამრჩა ღია
შენზე ფიქრი მხოლოდ მთვარეს ვანდე,
სიყვარული,ალბათ ამას ქვია...
****
სიკვდილი?ხშირად მინდება
სიცოცხლე?არ ვიცი ხანდახან
სულ ცოტა ალერსი მჭირდება.
რომ არ შევიშალო თანდათან
ხანდახან ხარხარი მინდება
ყვირილი მინდება ხანდახან,
ხანდახან გულიც კი მისკდება,
ლამის შევიშალო თანდათან
ხანდახან სიშორე მაგიჟებს
ჭკუაზე ვიშლები თანდათან
ხანდახან არავინ მჭირდება
მარტოობა მშლის თანდათან.
მადლობა უფალს,რომ არსებობ
ცოდვები შემინდე ხანდახან
მე შენი სიცოცხლე მჭირდება
რომ არ შევიშალო თანდათან
****
მითხარი რამე, რაც ჯერ არ გითქვამს,
რაც გრძნობას ცრემლად მომადენს თვალზე.
მითხარი რამე, თორემ მომწყინდა,
უსიტყვოდ ყოფნას არა აქვს ფასი.
მითხარი რამე, მჯეროდეს მინდა,
ვარ დედოფალი არავის მსგავსი.
მითხარი რამე ლამაზი სიტყვა,
ზამთარი უკვე მოგვადგა კარზე.
გაზაფხულისგან რაც შეგვრჩენია
თუნდაც ტყუილი მითხარი რამე,
მე მხოლოდ შენი სიტყვები მინდა,
არა აქვს ფასი არაფერს ხვალე.
ვიღაცამ გრძნობა გაყიდა სიტყვად
და მე ის სიტყვა სიზმარში ვნახე.
მითხარი რამე, რაც ჯერ არ გითქვამს,
ლამაზი სიტყვა მითხარი რამე...
****
ევედრებოდა ღმერთს ქურდი ბიჭი
სანთლებს უნთებდა ღვთიშობლის ხატებს
შეყვარებულზე ფიქრობდა იგი
ცხელი ცრემლები უწვავდა თვალებს
იწვოდა სანთელი ნელა თითქოს
სიყავრულს ეკიდა ცეცხლი
და იმ ერთ სანთელს უცქერდა ყველა
ქურდმა ბიჭმა დაწერა ლექსი
როგორ მიყვარხარ ჩემო ძვირფასო
შენზე ფიქრისთვის არ მყოფნის ძალა
და უშენობას ვეღარ ავიტან
და თავს მოვიკლავ მოვიკლავ მართლაც
ლოცვა მოუვლინე ყოვლად წმინდისაგან
გული განუმტკიცე ყოვლად მშვენიერი
იყოს უმანკო და ხსნილი მიწისაგან
იყოს ლამაზი და იყოს მშვენიერი
ასე ლოცულობდა ის ქურდი ბიჭი
და შსცქეროდა ღვტისშობლის ხატებს
რა არის ქალი? ფიქრობდა იგი
რა შეუდზლიათ ამ ქვეყნად ქალებს?
ო, ღმერთო ჩემო რა მიყო ქალმა
მზე დამანახა და ცის სინათლე
ყველა სანთელი ჩააქრო ქარმა
და ენთო მხოლოდ ქურდის სანთელი...
****
შენ ეძებ
სამყაროს მიზეზს და ხასიათს...
ანგრევ და აშენებ...
ააწყობ _ დაშლი...
რადგანაც ცხოვრება ისე და ასეა _
თითქოს სველ ქვიშაზე
თამაშობს ბავშვი...
მერე რა, თუ ტალღა
შენს მზეებს გადაშლის,
მერე რა, თუკი ზღვა ხმაურით წავიდა,
სამყაროს გაცვეთილს
სხვა გვერდზე გადაშლი...
ახალ მზეს დახატავ
ქვიშაზე თავიდან."
****
ვერ გამოვძებნე შენთვის ადგილი
ამ კარჩამოხსნილ, ცარიელ გულში,
დაგკარგე კიდეც ასე ადვილად,
ასეთი ტანჯვით ნაპოვნი გუშინ.
როცა გაქრება ის, რასაც ვუძლებ,
ჩამოილევა სიზმარი ავი,
მხოლოდ ამას გთხოვ _ იქნებ შენს მუხლზე
ესვენოს ჩემი დაღლილი თავი...
****
იყო და არა იყო რა,
ამქვეყნად რა არ ხდებოდა,
ვიღაცა გრძნობას იძენდა,
ვიღაცის გრძნობა ქრებოდა,
ვიღაცას ვიღაც უყვარდა,
ვიღაცას ის არ უყვარდა,
ვიღაცა იმას ნანობდა
ის ვიღაც რომ შეუყვარდა.
მეკი ძალიან მიყვარდი,
განვიცდი რომ შემიyვარდი,
რადგანაც შენ გადააგდე
მე რომ გაჩუქე ის ვარდი.
არადა ჩემთვის იყავი
ბედნიერების სათავე
და ვხვდები რომ სიყვარულით
ვერ მოგითოკე სადავე,
ვერ მოგითოკე აფრები,
ახლა შენამდე შორია,
მეგონა გული გქონდა და
თურმე ყინული გქონია.
ეს ლექსიც მაშინ დავწერე
როცა შენ ჩემგან წახვედი,
ჩემს გულის ნაპირს მოსწყდი და
სულ სხვა ნაპირზე გახვედი.
წახვედი?.წადი შორს წადი,
იქნებ სულ გადამავიწყდე,
შენ შენსას თუ დაიკვეხნი,
იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს.
მაგრამ რა მოხდა, რა იყო,
განა ქვეყანა გაიყო,
უსიყვარულო ნიავმა,
შენზე ფიქრებიც წაიღო
და რაც არ გინდა ლამაზო,
არასდროს ღმერთმა არ მოგცეს,
ადრე თუ gვიან ინანებ,
იქნებ ოდესმეც წამოგცდეს,
რომ სიყვარული არ იცი,
სიცივე რატომ ჩაიცვი????
ერთი კითხვა მაქვს "სიცოცხლევ"
სირცხვილით ხომ არ დაიწვი?
ჩემს გულში თბილად იჯექი,
ახლა ვიცი რომ იქ არხარ,
ლექსს როცა ვწერდი მიყვარდი,
ახლა კი.აღარ მიყვარხარ!
****
შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა…
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,
გულზე მობმულო ღვიძლადა.
მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:
ვერ ვძლევ შეჩვეულს გრძნობასა.
მთელის ხმელეთის სწორი ხარ,
ვინ მიზამს შენოდნობასა?
ვინა სთქვა: “ტრფობა ბერდება
და სატრფიალო საგანი,
ყინულის ეკალს დაისხამს
წამწმები ცრემლით ნაბანი,
ცრემლითა ნასურვილევით,
დრო რა გაივლის და ხანი?!”
ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,
დამხურეთ მიწის საბანი,
თუ ჩემს შენდამი სიყვარულს
დაეკლოს ერთი ცვარია.
თუმცა რაც პირველად გნახე,
მას შემდეგ კარგა ხანია,
ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს
თუ ავდარი, თუ დარია,
საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,
შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია
****
ნაღვენთი თაფლის სანთელის შუქზე,
მინდა მოვწყვიტო შენთვის ვარსკვლავი
უკიდეგანო სამყაროს ზღურბლზე,
ეს დედამიწაც მინდა გაჩუქო,
მთებით, ველებით, თუ რამეს ვუმზერ.
მინდა შენს ყოველ ნაკვალევს ვუძღვნა,
სადაც ფეხს შედგამ ამ მიწის გულზე,
ნამით მორთული ნაზი ყვავილი,
უხვად რომ აფრქვევს მათრობელ სურნელს.
მზეც მინდა მოგცე იმისთვის, კარგო,
რომ მოხდენილად გეკეთოს გულზე,
სიმღერა მინდა ისე გიმღერო,
იადონიც და ბულბულიც დუმდეს.
შენი სახელი მინდა ვიყვირო,
რომ ქვეყანაზე სულ ყველგან ქუხდეს,
წვიმის წვეთებიც მინდა შენ გქონდეს,
ოკეანედ რომ იქცევა უცებ,
მერე მინდა, რომ კალმით დაგხატო
აზვირთებული ტალღების ზურგზე,
ცისარტყელებით შენთვის მოვქარგო
ცისა კამარა, ღმერთების ბუდე
და ზედ კი მინდა დიდად დავწერო -
მე მას ვუყვარვარ! სულ ყველას გშურდეთ
****
გაზაფხულმა გამოაღო დარაბები
სიყვარულში გამოუტყდა ტიტებს,
ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვები
აპრილია თავად უნდა მიხვდე...
თბილის ქალაქს სამოთხის მზე ეფერება,
ყვავილებზე ჭკუას კარგავს რიყე,
არ გეტყვი რომ განშორება მეძნელებაა
აპრილია თავად უნდა მიხვდე...
არც კი ვიცი ამ ბილიკებს სად მივყავარ,
ენძელებმა მტკვარზე გადეს კიბე,
აღარ გეტყვი უსასრულოდ რომ მიყვარხარ,
აპრილია თავად უნდა მიხვდე.
****
ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.
ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.
მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.
სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით
ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი.
ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები.
დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი.
არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.
შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს და
მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო.
შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და
არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო.
უპატიებელს მპატიობ მუდამ.
თვალებს ჩამორეცხს ცხელი ცრემლები.
შენ გულს ხომ თბილი გრძნობები უნდა.
მუხლდაჩოქილი მოვალ ვედრებით.
****
შენსკენ მოვდივარ, გზა-გზა ვისვენებ,
მტკვრის პირას ვეძებ ველურ გვირილებს,
ვმარჩიელობ და თან არ ვიჯერებ,
ვიხსენებ წარსულ წყენა-ტკივილებს.
“მიყვარს.... არ მიყვარს...” ფოთლებზე ვითვლი
და ბოლოს კენტად მრჩება “არ მიყვარს”,
ქსნის პირს შემხვდება ყივჩაღი ბიჭი,
მომიტაცებს და მთაში წამიყვანს.
ყოველ ცისმარე არვეს გავდენი,
ვიმარჩიელებ თანაც ჯიუტად
და შენზე ფიქრით ნაღალატევი
გვიან საღამოს ქმარს შინ მიუვალ...
მაგრამ ჯანდაბას ყველა ყივჩაღი,
თბილისის კართან შენ თუ შემხვდები,
“არ მიყვარს...” “მიყვარს...” ფოთლებს მივძახი,
მტკვრისპირს მოვდევ და გზა-გზა ვჩერდები.
შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე
ლოდინისფერი მაცვია კაბაც,
მე შენ მიყვარხარ, (როგორც აქამდე),
ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც...
****
კვლავ გიჟურად აშრიალდა მარტი
ალბათ ხვდები, რაღაც უნდა გთხოვო,
ვერ აგიხსნი რატომ შემიყვარდი
ვერ გავუძლებ, მარტო რომ დამტოვო
შორიდან ვგრძნობ შენს ნისლიან მზერას,
სადღაც ახლოს შენი სუნი მეცა,
უკვე ვისმენ შენი გულის ძგერას
წამი ისევ საუკუნედ მექცა.
დაგიკოცნი მოციმციმე თვალებს
უნებურად თუ გავბედავ კოცნას,
დრო და დრო თუ ეჭვები მაწვალებს,
შენ თვალებმა კვლავ იმედი მომცა,
გამიღვიძა გულში ბრძოლის ჟინი
ის მიმქრალი ცეცხლი გამიღვივა,
მეც მარტივით ამირია ტვინი
შენ და მარტი ერთად მათბობთ მცივანს
****
მოდი, ერთი ჩაგიხუტო,
ვიგრძნო შენი ამოსუნთქვა.
გული ღამეს შეეხიზნა,
უშენობით დაორსულდა.
მუქი ცაა ახლა ჩემს თავს,
მზეს ფერები გაუხუნდა.
ყორნებს მიაქვთ ირგვლივ არე,
მტრედები კი ისევ სდუმან.
მწუხრის ცრემლი ცხედარს მაწვიმს,
როგორ ვენდო შავ-ბნელ გუმანს?
აიტაცებს სულს პატრონი
და გაშლიან მწარე სუფრას.
მაგრამ არა! მე ვერ წავალ,
მე ხომ შენი სულით ვსუნთქავ,
დანაბერი შენგან ქარი
ჩემს დამჭვარტლურ ფილტვებს კუმშავს.
მო დი ახლოს, უფრო ახლოს,
ნუ იქნები კარგო გულქვა,
მოდი, ერთი ჩგიხუტო,
ვიგრძნო შენი ამოსუნთქვა. ,




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent