შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ არსებობენ ქალები


4-12-2016, 01:51
ავტორი ერკე
ნანახია 1 864

რატომ არსებობენ ქალები?
ეს კითხვა სხვაგვარადაც შეიძლება დაისვას, თუმცა პასუხი ერთია:

რომ არ არსებობდნენ ქალები
მთელი სამყარო დაკარგავს შარმს,
სული სუფთა, დახუჭე თვალები
ნურაფერს ნუღარ გაატან ქარს.

სამყარო იქცევა ერთფეროვნებად
ვერ გაგვიხალისებს მათი ღიმილი,
გულს რომ გახსნი და გადნება ვნებად
გავა დრო, უღიმღამოდ შეგვრჩება ფირი.

სასოწარკვეთილს დავემსგავსებით
ქალი გვინათებს მთელ ჩვენ ცხოვრებას
სიყვარულზე მეტი, იქნება მტრები
რა უნდა ამის დამახსოვრებას.

და შევეჭიდოთ მოდი სირთულეს
მანდილოსნები ჩვენთვის ანათებთ,
ვერ გავექცევით, მოდი მივჩუმდეთ
მე თქვენ მაგონებთ - მარად ვარსკვლავებს.

ბედი ბედია, რაც უნდა იყოს
უფალმა გვარგო ჩვენ ეს დიდება,
მათ გვერდით თავი მეფედ რომ გვეგრძნო,
და მზრუნველობა მათაც სჭირდებათ.

ქალმა თუ გითხრა, მე შენ მიყვარხარ
გიგრძნო და მთელ გულს შენკენ უმიზნებს,
თუ სიყვარულის არ ნახე ძალა,
იცოდე გულში შემოგიბიჯებს.

ვის დავადგამდით ხალისით გვირგვინს,
ვინ კი სიყვარულს შემოგვფიცებდა
სიცოცხლისა და სიკვდილის მიკვირს
მათ დაგვიტოვეს ჩვენ ეს ღირსება.

ქალი სპეტაკი, ქალი სიწმინდე
სიზმრად ვხედავდი მე მის სილუეტს
თავისუფლების დანიშნულება
ჩვენთვისვე ცოცხლობს
ისევ კაშკაშებს, ისევ გვიყურებს.

როცა ჩახედავ თვალებში მას და
ამოუცნობი რამ კი შეგხვდება
თითქოს აფარეს, მას სქელი ფარდა
და საიდუმლოდ შემოგეწერა.

თვალებს მინაბავს, თითქოს მასში გხვევს
და სიგიჟითურთ გარდმოგესახა
ერთი ელფერით, თბილად საბნის ქვეშ
ზამთარს გაათბობს, შენი შეხება.

გაგვიჭირდება უსულოდ ყოფა,
შთაგვაგონებენ მათი ალერსი
მარტო არასდროს დავრჩებით როცა
ჩვენ გვენდომება კოცნა-ალერსი.

ფხიზლად ძნელია ცხოვრების გავლა,
ეს მოგვიწევდა, თან დიდი დოზით
ვერ დავთვრებოდით ჩვენ კოცნით ქალთან
ბოროტებისგან
ვერ დაგვიცავდა, ჯავშანი-ბრონი.

გავზრდილვართ, სულით ობოლნი, გვშია
ყველგან ვართ, ფურცლად დავიარებით
რატომ არსებობს, ცაში რომ მზეა,
ყველაფერს ფარავს, რაღაც მიზეზი.

რა მიზეზია ეს არ გვასვენებს,
ვცხოვრობთ და ვფიქრობთ, ბოლომდე ამ გზის
სიცოცხლე გვატკბობს როცა გაჩვენებს
ღიმილს ქალი და ფიქრობ, რა დამღლის!

ღირს მილიონი გადაიხადო,
მთელი ცხოვრება სითბოს საგრძნობლად
სახლში იყო ან კუნძულზე ზღვაში
სულ გვერდში გედგეს, შენთან მახლობლად.

მაგიჟებს შენი თვალები - მითქვამს
მაგიჟებს, შენზე ზრუნვა, კოცნა მსურს,
ჰაერში ვისვრი შენდამი სიტყვას
ვიხსენებ ამბორს, შენთვის მოპარულს.

სწორედ ამიტომ ყველას ცხოვრებას
უნდა ატკბობდეს ლამაზი ქალი
უშიშრად შეხვდე ყველა პრობლემას
რადგან იპოვე, მეორე ცალი.

ჩემი სიცოცხლეც უმნიშვნელოთა
ნაკადი იყო მანამდე სანამ
არ დავინახე
არ შევიგრძენი,
სულში ჩავხედე
რაც დავინახე სიტყვა არ კმარა.

სავარაუდოდ, არ იცის რას ვგრძნობ
მე ხომ ბოლომდე არ მიმხელია,
ჩემ გულში ცეცხლი შეძლო - დაანთო,
აი როდესაც შენთან ქალია!
ე.მ.
2 დეკემბერი 2016 15:07


მოკლედ, ვეცადე ჩემებურად გამომეხატა ქალის მნიშვნელობა ამ სამყაროში, რომ არა ისინი ქაოსი და არეულობა რომ იქნებოდა. რომ არა ქალებო, ბევრი რამ დაკარგავდა მნიშვნელობას და ეს სამყაროც გაუფერულდებოდა. კი, ხშირად იქცევით ისე, რომ შესაძლოა ადამიანს თვითმკვლელობაც მოანდომოთ და დალევის სურვილიც, როცა თქვენგან უარს იღებს, მაგრამ თქვენი ერთი გაღიმება სამყაროს გაფერადებას უდრის და ეს აძლევს აზრს ჩვენ სიცოცხლეს. ესაა ჩემი კომენტარი!
ფოტოს რაც შეეხება, მე ვიცი ვისიც უნდა დამედო, მაგრამ გვიანია, მისი ნებართვა ვერ მოვიპოვე ამიტომ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად სხვა ფოტოს ვდებ...



№1 სტუმარი Mtirala

Pirvel rigshi madloba mere dzalian momewona leqsi ai komentarze ki sicilit movkvdi imedia qalebi tavs ar mogaklevineben da chveni gimili gagabednierebt

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

Mtirala
Pirvel rigshi madloba mere dzalian momewona leqsi ai komentarze ki sicilit movkvdi imedia qalebi tavs ar mogaklevineben da chveni gimili gagabednierebt

აჰაჰა <3
სიცილით სიკვდილიც არ შეიძლება. მარტო სიცილი!
ნუ არის კატეგორია ქალისა, ვინც ნამდვილად სიკვდილს განატრებს, იმედია ასეთი არასდროს არავინ შემხვდება :დ და მადლობა, რომ წაიკითხე <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline წევრი Mtirala

ერკე
Mtirala
Pirvel rigshi madloba mere dzalian momewona leqsi ai komentarze ki sicilit movkvdi imedia qalebi tavs ar mogaklevineben da chveni gimili gagabednierebt

აჰაჰა <3
სიცილით სიკვდილიც არ შეიძლება. მარტო სიცილი!
ნუ არის კატეგორია ქალისა, ვინც ნამდვილად სიკვდილს განატრებს, იმედია ასეთი არასდროს არავინ შემხვდება :დ და მადლობა, რომ წაიკითხე <3

Xo imedia ar shegxvdeba
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent