შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების სამყარო.


23-12-2016, 00:09
ავტორი anka anuka
ნანახია 2 308

როდემდე გასტანს უფალო,
ყოფა ფუჭი და ამაო,
ან სუსტი მხრებით ეს ჯვარი,
როდემდე უნდა ვატარო.
რამდენს გავუძლო მითხარი,
რამდენი ცრემლი დავთვალო,
სად არის, რატომ არ მოსჩანს,
დაპირებული სამყარო.
იმ გზით დავდივარ შენ რომ გსურს,
მაგრამ იმედი არ მათბობს.
გთხოვ მიპასუხე უფალო,
ბედნიერება სად სახლობს,
შენი პასუხი არ მესმის,
ალბათ არაფერს არ ამბობ,
სულზე კი სუსხი მეხვევა,
ვეჭვობ, საერთოდ არ მწყალობ.
მარტო ვარ ღია სარკმელთან
და სიყვარულთან ვკამათობ.
ვარსკვლავი წყდება და მტკივა,
რომ აღარაფერს არ ვნატრობ.
დავცარიელდი მგონია,
ცაც გათენებას არ ჩქარობს,
ტკივილი ფიქრზე გადაწვა,
ჩემს დაღლილ გულს, რომ დარაჯობს,
მერე ვიღაცა შემეხო,
ჩემი ფიქრები გაათბო,
დამპირდა, რომ იქ მიმყვანს,
სადაც არავინ არ დამთმობს,
სადაც იმედი მომელის
და მზის სურნელი დამათრობს,
სადაც უფალთან არავის,
არაფერი აქვს სადაო.
ვიგრძენი აღარ მციოდა,
ვიღაცამ, თითქოს გაათბო
გული, რომელშიც ვიპოვნე,
ბედნიერების სამყარო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent