შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - მკითხველს პატივისცემით


21-02-2017, 23:50
ავტორი ერკე
ნანახია 1 479

მე რაც მაცოცხლებს, თქვენი სუნთქვაა
მე რაც მაგიჟებს - თქვენი სურნელი
თავს რომ მახსენებს გულის ფეთქვაა
და მასულდგმულებს ჩემი ფურცელი.
ჩემს აზრებს განდობ, მე ნუ დამძრახავ
შეგიძლია მიწოდო სულელი
მე თქვენს ფიქრში ვარ სულ და ამაღამ,
არ შევიცვლები, ვრჩები უცვლელი.

არ გავცვლი თქვენს სიყვარულს მე ფულზე
არ დავიტოვებ არავის წყენას,
სანამ ხელებს დავიკრიფავ გულზე
სანამ არ ჩამივარდება ენა.
მე თქვენ მიყვარხართ ალბათ იცით ეს
მოგიხსენიებთ ყოველთვის ჩემად
მეც შემაცივა, მეც დამივიწყეს
თუმცა იმ მომენტს ვარქმევდი ფრენას.

კიბის ქვეშ მთვრალი ნიკალა პაპა
ან თუნდაც დიდი გალაკტიონი
ვერ ავუდივარ მათ ჩამონათვალს
თავს ვინც ეძებს ყოველთვის იპოვის.
რამდენიც არ უნდა მდევნოთ სისუსტე,
ვერ მომსპობს, ნერვები მაქვს ლითონის
რამდენიც არ უნდა ვწერო მიჩუმდეს
თქვენ ჩემს გულში ხართ, ადგილს იპოვით.

რაც თქვენთვის მითქვამს ან მიწერია
ეს იყო გულის ამოძახილი,
გულწრფელი სიტყვა ან მატერია
ხელში მაქვს უჩინარი მახვილი.
არ იფიქროთ, რომ თქვენზე აღვმართავ
ამისგან, იმუნიტეტი გიცავთ
არ ვანებებ საყვარელ აღმართს თავს
თქვენც ჩემთან ერთად მაღლა წაგიყვანთ.

მემახსოვრებით, ვერ დაგივიწყებთ
რომც დაიწყოს ძლიერი გრიგალი,
თქვენ მაძლევთ სტიმულს და მე მივიწევ
წინ, თქვენ გვერდით ვარ მხოლოდ მდიდარი.
სხვასთან ვერ ვიგრძნობ იმას რასაც ვგრძნობ
მწვერვალზე თქვენ გამო მივიჩქარი
ჩემს სიტყვებს, მოქმედებებს არ ვნანობ
მიყვარხართ! მერამდენედ გითხარით.


პ.ს.
ჩემგან, ჩემს მკითხველს. ძველი ლექსია, უბრალოდ რამდენიმე დღის წინ ვათვალიერებდი და ახლა მომინდა დადება.
ეს ბოლო ორი დღეა შეუძლოდ და ცუდად ვარ, თუმცა თქვენთვის მაინც აქ ვარ და მაინც თქვენზე ვფიქრობ მკითხველო... და ერთ ჩემ განსაკუთრებულ მკითხველზე, რომელიც ახლა ჩემთან არ არის.



№1 სტუმარი Guest mware

კიბის ქვეშ მთვრალი ნიკალა პაპა
ან თუნდაც დიდი გალაკტიონი
ვერ ავუდივარ მათ ჩამონათვალს
თავს ვინც ეძებს ყოველთვის იპოვის.
რამდენიც არ უნდა მდევნოთ სისუსტე,
ვერ მომსპობს, ნერვები მაქვს ლითონის
რამდენიც არ უნდა ვწერო მიჩუმდეს
თქვენ ჩემს გულში ხართ, ადგილს იპოვით.ეს განსაკუთრებულია

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

eremar
შეუძლოდ რატომ ხარ? რა გჭირს??? worried worried

რაღაცა :დ :(
Guest mware
კიბის ქვეშ მთვრალი ნიკალა პაპა
ან თუნდაც დიდი გალაკტიონი
ვერ ავუდივარ მათ ჩამონათვალს
თავს ვინც ეძებს ყოველთვის იპოვის.
რამდენიც არ უნდა მდევნოთ სისუსტე,
ვერ მომსპობს, ნერვები მაქვს ლითონის
რამდენიც არ უნდა ვწერო მიჩუმდეს
თქვენ ჩემს გულში ხართ, ადგილს იპოვით.ეს განსაკუთრებულია

მადლობა ^^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent