შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდოდა


7-03-2017, 23:37
ავტორი Kristy
ნანახია 1 347

ხანდახან როგორ ძალიან მინდა, რომ ვიღაც ვიყო, რამედ რომ ვღირდე
და შენს კარებთან მოურიდებლად, უდრეკი სულით შევძლო მოვიდე,

ვიყო პოეტი და ჩემს ლექსებში ამ ემოციებს ნაზად ვაქსოვდე
და ტკბილი გრძნობა თავისუფლების უსივრცობაში ზანტად მათოვდეს,

მხატვარი ვიყო ან მშენებელი, რათა შემეძლოს იმის გაგება,
როგორ შეძლეს და გამოიგონეს ცოცხალი გრძნობის ხელით აგება;

როგორ მინდა, რომ ასე უნიჭოდ არ გადმომქონდეს სიტყვა ფურცელზე,
რომ შემძლებოდა შენთვის ამეხსნა ჭიანჭველების გრძნობა მუცელზე,

გეტყოდი, როგორ ძლიერად მსურდა იმ ქალად ყოფნა, სულს რომ გითბობდა
ან რომ მქონოდა უბადლო სული, გაციებულ გულს რომ გაგითბობდა,

რადგანაც მუქი და სევდიანი დღეები მყუდრო ფიქრებს დაეყო,
შემოჩვეოდა გრძნობებს ზამთარი, ნოემბრის თერთმეტს თოვა დაეწყო,

მინდოდა ლურჯი თვალების ქონა, როცა ოცნება დაიწყებოდა,
რომ მათში შენი თავი გეპოვნა და არასდროს დაგვიწყებოდა

ან თუნდაც ლაღი და მოხდენილი, ნატიფი ქალი ვყოფილიყავი,
შენზე ოცნება რომ გამებედა, რადგან ჩემს თვალში ღმერთებრ იყავი;

მინდოდა დილით ტკბილი საუზმე ჩემი ხელებით მემზადებინა,
შემომჩვეოდი და გიტარაზე მინდოდა დაკვრა გესწავლებინა,

სიმყუდროვეში გვესწავლა ყოფნა, ერთმანეთისთვის რომ არ გვეტკინა
და დამეწურა შენთვის წვენები, როცა შენ ისევ ტკბილად გეძინა;

მინდოდა ჩვენი სახლის ყოველი გრძედი, განედი ჩემით მომერთო
და საქმიანი შენი ქალისთვის, რომ არ ელოდა მაშინ მოგესწრო,

გაგღიმებოდა და მომხვეოდი, მე კი ძალები შენთვის გამეყო,
დამვიწყებოდა ჩემივე თავი და ყველაფერი შენთვის გამეღო;

მინდოდა ერთად გვეკითხა წიგნი და ამ დროს ტკბილი ჩაი გვეხრუპა
და აივნიდან ლამაზი ხედი გადაშლილიყო, ერთად გვეხუმრა

ან ცისარტყელას სევდისფერი დღე უკიდეგანო გრძნობად ექცია,
რომ შენი სუნთქვის ჩუმი ძახილი ყოველ ნაბიჯზე სიტყვად მექცია;

მინდოდა ქონა უკარო სახლის, სადაც უშენოდ დღეც გაქრებოდა,
თითქოს პატარა ბედნიერებაც ჩვენ სამუდამოდ თან გაგვყვებოდა,

თუნდაც უაზრო ფეხბურთის მატჩი ძველ სტადიონზე ერთად გვენახა
და გამარჯვებით გალაღებული შენი თვალები რომ დამენახა;

მინდოდა შენთან შენთვის მეცხოვრა და დეტალებში მეპოვნა სითბო
და შენზე ადრე მოვმკვდარიყავი, თითქოს ბუნებამ თავისკენ მიხმო,

რომ უშენობას გამოვქცეოდი და იქაც საქმე მქონდა ვხვდებოდი,
რათა ძვირფასო იმ სამყაროშიც შენს გამოჩენას დავლოდებოდი;

იცი, მინდოდა ასე უბრალოდ ასეთი გრძნობით შეგყვარებოდი,
შემომეცალა შენთვის ჯავშანი, რათა მალულად არ მყვარებოდი

სამყაროც ხრიდა თავს ჩვენს წინაშე, როცა მიდუღდა ძველი გრძნობები,
მაგრამ ვხვდები, რომ ბევრი მდომია და ჩუმი სევდით გემშვიდობები!



№1  offline მოდერი bla.ell

Dzalian magati leqsia...kristi shens leqsebs adrec vkitxulobdi magram mashin stumris statusit...dzalian kargad wer leqsebsheart_eyes❤❤

 


№2  offline წევრი Kristy

bla.ell
Dzalian magati leqsia...kristi shens leqsebs adrec vkitxulobdi magram mashin stumris statusit...dzalian kargad wer leqsebsheart_eyes❤❤


დიდი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent