შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - უპასუხოდ (ადრესატი უცვლელია)


18-03-2017, 00:19
ავტორი ერკე
ნანახია 1 572

გუშინ აივნის წინ სეტყვას თავს ვუშენდი
გთხოვდი - ღვთის გულისთვის არ გადამეჩვიო
ჟრჟოლა მივლიდა, და ღამეს გავუთევდი,
შენს ტკბილზე ტკბილ გულს, მეც შიგნით დავეტიო.

თუ უხმაუროდ მიყურებდი წამის წინ
და ხმა სეტყვის ისმოდა ჩემთან ნარევი,
ახლა მაინც თქვი, რამე სიტყვა მაინც თქვი
გისმენ სულისა წიაღს, რომ მდევს ნაღველი.

სისუსტისათვის მაპატიე, ვეღარ გავძელი
შენ კი მითხარი წავსულიყავ, სადღაც სიშორეთს,
მე ვიფიცებდი, მაინც მიმეღო საწადელი
თითქოს ძლიერი, ვამბობდი რომ ვერ მომიშორებ!

შენთან მოვედი, ორი წლის წინ, ალბათ თხუთმეტი
ივლისი იდგა, ან ეს დღე იყო ჩვენი თილისმა
ვერ გადმოვედი, ერთხელაც ვერ მოგიკაკუნე
მეგონა დაიგვიანებდა ჩვენი მიწისძვრა.

მაინც წამართვი შენი თავი, უგულოდ მაგდე
ალბათ არ მენდე და ფიქრობდი, სხვებს ნება დავრთე
შემოჭრილიყვნენ და ჩვენ შორის დაედოთ ბინა
ახლაც მაგიჟებს უღალავი, მასველებს წვიმა.

არ გადამეჩვიო, შეჩვევა კვლავ არის ძნელი
ამ სამყაროში ცივი მზეა, ვერავის ათბობს
ერთმანეთისთვის ვხურდებოდით, ვიყავით მწველნი,
ეს მზეც ჩაიწვა, და დასრულდა გრძნობები ფართო.

ერთ სასწაულად რომ ვიქეცით, მაშინ ავენთეთ
თუმცა მითხარი მომშორდი და გადამეჩვიე,
ნუთუ ვერ ხვდები, უფრო რთული იქნება მენდე
ურთიერთობა ერთი სიტყვით მაშინ გაწირე.

ხელით მეჭირე, არ გიშვებდი უფსკრულს ვერ ვუთმე
ეს სიყვარულით სავსე გული, ჩემი რომ იყო
იყო სიშორე და ეჭვები, სულში დავურთე
ყოველი ლექსი, ამჟამადაც შენკენ რომ მიხმობს.

ისევ მიყვარხარ, და ვიგრძნობდი ჩემთან შენ სუნთქვას
დაივიწყე რაც ფიქრებში გდევს მხოლოდ მომენდე,
მოდი დაბრუნდი, მე დავიწყებ მალე უკუთვლას,
ათი, ცხრა... თქეშით მოდის წვიმა, და დამასველებს.

გთხოვ, ნუ მიკეტავ შიგნიდან კარს, რაღაცის თქმა მსურს
მომისმინე და ბოლოს მკარი თუ გინდა ხელი,
ბედნიერება ვერ მივიღეთ, ამ დროს გაფლანგულს
ახლა ვაფასებ, როცა შორს ხარ და სანატრელი.

რატომ წახვედი, ვკითხულობ და ვერაფრით ვარკვევ
სიცოცხლეც აღარ მეტყობა რომ ვუყურებ სარკეს,
თუ ვირტუოზი ჯოკერივით მომისროლე შორს
გული დაღლილი, ძალ უღონო, სახე მოთეთრო.

წარბი ავწიე, თვალი დავხარე, დავეშვი ზედ
ისევ შენს სახლთან, აივნის წინ მოველ მეშვიდედ,
გიყვირი გიხსნი, მაგრამ ჩანს რომ ჩურჩულებ უხმოდ
და იქვე მდგარი, აივნის წინ, ვარ უპასუხოდ.


მგონი მისამართი ისევ შემეშალა...


ერკე მიდასი - უპასუხოდ (ადრესატი უცვლელია)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent