შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემეული არაფერი არ დარჩა ჩემში...


11-04-2017, 23:43
ნანახია 1 938

გადის დღეები უღიმღამოდ, ერთფეროვნულად...
ვხვდები ცოტაც და ეს ცხოვრება ჭკუიდან შემშლის,
დავემსგავსები გამოფიტულ არარაობას...
დღეს ყველაფერი გაფერმკრთალდა, გარდაისახა...
უკვე ვხვდები, რომ ჩემეული არაფერი არ დარჩა ჩემში...
ის წმინდა სული, განსხვავებული წაბილწეს ყველამ...
ჩემში უეცრად ღრმად ჩამარხეს პატარა ბავშვი...
სპეტაკი სული გამომაცალეს უგრძნობმა ხალხმა...
ღმერთო კითხვა მაქვს ერთადერთი მე მხოლოდ შენთან...
გთხოვ, მიპასუხე... სად იყავი?
როცა საშველად შენ გიხმობდი რატომ არ მოდი?
გემუდარები უფალო... მიპასუხე გულწრფელად ახლა...
რატომ დამტოვე მგლებთა ხროვაში და გაქრი სადღაც....
რატომ დაუშვი ურჯულო ხალხს გავეთელე პატარა ბავშვი...
რატომ არ მოდი... არ მიხსენი როცა მიჭირდა...
როცა სულ ყველამ წაქცეულზე ფეხი იწმინდა...
სად იყავი უფალო მაშინ,
როცა ჯერ კიდევ მომაკვდავ ბავშვს სიცოცხლე მსურდა?
ნუთუ ეს არის სამართალი რომლისაც მწამდა?
ნუთუ ამ ქვეყნად აღარაფერი არ დარჩა წმინდა?
სად ხარ უფალო? კვლავ გიხმობ ჩემთან...
ნუთუ სამუდამოდ მიმატოვე და დავრჩი კენტად...?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent