შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა არავისგან ელი...


10-05-2017, 21:28
ავტორი bla.ell
ნანახია 2 095

როცა არავისგან ელი,
მოსალოდნელია "მარა"
ჩემი სახელია შენი,
აღარაფერი თქვა კმარა...

როცა სიცივეში ვიღაც
მოვა გაგათბობს და წავა,
შენ კი ვერ იკავებ ღიმილს,
თითქოს აღარ გრჩება ძალაც.

მერე სულ უაზროდ მღერი,
ხელში დაიკავებ კალამს,
თუნდაც დაიღლები წერით...
ზანტად გადაჰყურებ ქალაქს.

მაინც მოგერევა ძილი,
ღიმილს არ იშორებ თანაც,
რითმას დაამთავრებ მძიმით,
სანთელს ჩააქრობ თუ ფარანს?!

წვები...საბანია ცივი,
ჩრდილი ნათელ კუთხეს ფარავს,
მაგრამ აურაა თბილი,
ყველა სიცივეს რომ მალავს.

***
აღარ მეშინია ელვის,
აღარც სუსხიანი ღამის,
შენ რომ შემოხვედი ჩემთან
გულშიც იკავებდი ადგილს...

წელზე შემომხვიე ხელი
აღარ ამატირებს დარდი,
მე შენ მირჩევნიხარ ყველას,
ახლაც ვერ ვპოულობ ადგილს...

ალბათ ბანალური ფრაზით
ახლა სიყვარულსაც გიხსნი,
შენ ჩემს მეამბოხეს გავდი
ისრებს გულისკენ რომ ისვრის...

შენი ღიმილით კი დავდნი,
დაჭრილს დამამშვენებს სისხლი,
ჩემი თუ აღარ ხარ,კარგი...
მაგრამ არ იქნები სხვისიც.

აღარ მეშინია ელვის
ჩემი ოთახიდან გადი,
წაღან რაღაც უნდა მეთქვა,
აქ თუ აღარ გინდა წადი...



№1  offline მოდერი bla.ell

eremar
ლექსები კარგია <3 კარგია სიყვარულიც <3 მაგრამ ჩემთან ის არასდროს მოვა, მივხვდი უკკვე.
yvelastan midis...tavisi wili siyvaruli shentan albat ukve iyo...an iqneba...aucileblad iqneba is rasac siyvaruls vuwodebt <3 warmateba siyavrulis povnasshi ♥♥

 


№2  offline მოდერი bla.ell

eremar
მე სხვა რამ ვიგულისხმე... სიყვარულმა მოსვლაც მოასწრო და წასვლაც, ისე რომ ყველაფერი თან გაიყოლა, რომ არ დაბრნებულიყო... მადლობა მაინც, შენც ბედნიერებას გისურვებ<3

დაბრუნდება...ოღონდ სხვანაირად<3 დიდი მადლობა <3შენ ასევე.<333

 


№3  offline მოდერი bla.ell

eremar
ხო, სხვანაირად.. არ დაბრუნდება, ახალი მოვა. თვითონ უნდა შევქმნა უფრო რეალური

გეთანხმები,თუმცა თუ არარეალური იყო აქამდე სიყვარული ჯერ არ გწვევია ასე გამოდის♥♥წარმატებას გისურვებ

 


№4  offline მოდერი bla.ell

eremar
bla.ell
eremar
ხო, სხვანაირად.. არ დაბრუნდება, ახალი მოვა. თვითონ უნდა შევქმნა უფრო რეალური

გეთანხმები,თუმცა თუ არარეალური იყო აქამდე სიყვარული ჯერ არ გწვევია ასე გამოდის♥♥წარმატებას გისურვებ

სიყვარული სიყვარულია, თუნდაც არარეალური. აქაც გყავთ ერთი მომხმარებელი, რომელსაც დიდი ხანია ვაკვირდბი. მისი ლექსებიდან და კომენტარებიდან გამომდინარე დაასკვენი, რომ ჰყავს ოჯახი, თუმცა სხვა ქალს უდზღვნის მთელ შემოქმედებას, რომელიც როგორც ჩანს ასევე დაოჯახებულია. არსებიბს ასეთი სიყვარულიც. შეიძლება ერთს ეტრფოდე, მაგრამ მასთან ურთიერთობის შეუძლებლობის ამო სულ სხვასთან მოგიწიოს ცხოვრება. ასე რომ არარეალიზებული სიყვარულიც სიყარულია, რომლიც მე უკვე ამოვცადეე

მივხვდი მემგონი ვისაც გულისხმობ:// შეიძლება მართალიც ხარ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent