შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიცი, რომ შევცდი


29-05-2017, 22:10
ავტორი Kristy
ნანახია 1 573

ვიცი, რომ შევცდი, გაგიმხილე როცა გრძნობები,
რომ არ დავტოვე გაუცვლელი შენთან ცნობები,
მაგრამ შეცდომას ვერ ვუწოდებ იმ გულწრფელ სურვილს,
რომელმაც ისევ მიმაჩვია გრძნობების წყურვილს

და თუ შენს გარდა ვეღარ ვამჩნევ უკვე ვერავის
ან თუ დავკარგე ძველებური შეგრძნება წამის,
ვხვდები, რომ ისევ გავურბივარ წყაროთა დუღილს,
სამყაროს სუნთქვა მიემსგავსა ფიქრიან დუმილს

და როცა ასე ინაზება ულმობელი დღე,
მინდა რომ ისევ შენს წინაშე თამამად ვიდგე,
გრძნობებს ეკრობა ქანცგაცლილი უმწეო ფიქრი,
მე კი ცხოვრების ტალღებსშუა უსიტყვოდ მივქრი

და მინდა მხოლოდ, დაგიგულო ისევ მახლობლად,
რომ მიგიჩნიოს უდარდელმა გულმა ახლობლად,
რადგან შენს სახელს ერითმება ყველა სიკეთე,
რომელსაც ურჩად გაურბიხარ და ვერ მიკეთებ,

ამიტომ ისევ უშენობის ბილიკზე ვივლი
და კლდის ნაპირებს მოიმედე მკვირცხლად მოვივლი,
თუ შემაშველებ შენს მარჯვენას მყარად დგომისას,
შენს ძლიერ მკლავებს დავეყრდნობი წამოდგომისას,

რადგანაც ვიცი, ერთგულებით თუ ხელს ჩამკიდებ,
თუ უშენობის სასტიკ უღელს აღარ ამკიდებ,
შემოადნება თოვლი მყინვარს, მზე სხივს გაიკრეფს,
მღელვარე წ....ბი უნებლიედ უკან დაიხევს,

ჩვენი ერთობა დაუძლეველ ქარაფებს დაშლის,
როდესაც სულის შეძახილი ჩუმ გრძნობებს აშლის
და ქედს დახრიან ჩვენს წინაშე გოროზი მთები,
აირევიან ქინძისთავზე აცმული გზები,

ცრემლებს გადმოყრის უსუსური დრო და წარსული,
როცა ფერებით შეივსება დამშრალი სული
და შეიძვრება ჩვენს ტერფებქვეშ მიწის ქანები
გაშმაგდებიან უსივრცობით ურჩი ქარები,

რადგან ერთმანეთს განვუახლებთ დამტვერილ გულებს,
და ერთგულებით შევაკეთებთ დამტვრეულ სულებს,
საზღვრებს გასცდება ჩვენს შესახებ მრავალი ცნობა,
რომ სანიმუშოდ შევინახეთ ერთგული გრძნობა!



№1  offline მოდერი bla.ell

სულ ხომ ვამბობ მაგრამ ახლაც გაგიმეორებ რომ შესანიშნავი ხარheart_eyes ერთ-ერთი ძლიერი პოეტი ხარ ამ საიტზე და ძალიან მახარებს შენი ლექსების ხილვაheart_eyes

 


№2  offline წევრი Kristy

bla.ell
სულ ხომ ვამბობ მაგრამ ახლაც გაგიმეორებ რომ შესანიშნავი ხარheart_eyes ერთ-ერთი ძლიერი პოეტი ხარ ამ საიტზე და ძალიან მახარებს შენი ლექსების ხილვაheart_eyes


გაიხარე. დიდი მადლობა heart_eyes

 


№3  offline წევრი rainey

wow! რა მაგარი ხარ იციი? heart_eyes

 


№4  offline წევრი Kristy

rainey
wow! რა მაგარი ხარ იციი? heart_eyes


რავი blush რაც ვარ, ეგ ვარ relaxed relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent