შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაფრენილ წამებზე ავაწყობ ცხოვრებას


22-05-2017, 19:07
ავტორი Kristy
ნანახია 1 572

გაფრენილ წამებზე ავაწყობ ცხოვრებას,
ფიქრებში ფერებად იწვიმებს გრძნობები,
რადგან ვერ ვიპოვნი უშენოდ ცხონებას,
შემიშრობს ცრემლების კვალს შენზე ცნობები,

ფიფქებად დაათოვს სიწმინდე სხეულებს,
გათოშავს სურვილებს უგულო წესები,
რადგან ამ უაზრო ცხოვრებით სნეულებს
თანდათან გვიხმება უძრავი მყესები

და ვხვდები, იღვიძებს ის ძველი ჩვევები,
რომ გეძებ წვიმიან მარტოსულ ქუჩებში,
რომ ყოველ შემხვედრთან იმედით ვჩერდები,
რომ სიტყვებს ვერ ვატევ გამომშრალ ტუჩებში,

მე კი კვლავ თამამად, ძველი სიჯიუტით
ვუარობ გრძნობების კვალდაკვალ ხეტიალს,
რადგან უშენობის შეუდრეკი სულით
თამამად წარმოთქმა სირცხვილზე მეტია

და როცა უჩუმრად შეგინდობ შეცდომებს,
ჩამოკრავს უდარდელ მუსიკას ზარები,
მაგრამ სიყვარულის უშიშარ მეომრებს
ისევ ჩარაზული დახვდებათ კარები!

ვიცი, რომ გამოცდის დრო გულწრფელ სურვილებს,
რომ არ გამიხუნდეს ფერადი გრძნობები
და ძველი სიურჩით გადავცვლი კუმირებს...
ღიმილს ვერ დაიტევს ახალი ცნობები,

როცა დაიღვრება სინათლის ფერები,
წამით მიმანიშნებს გონება რაღაცას,
რომ თუნდაც განუდგეს სამყაროს ერები,
ქუჩებში თარეში უხდება ლამაზმანს,

ამიტომ მოვირჩენ წარსულის იარებს,
ავკინძავ ტკივილებს მომღიმარ ბაგეზე
და როცა წყალობა ფიქრებში იავებს,
გავხედავ ოცნების ჰორიზონტს ამ დღეზე,

უარვყოფ, რომ თითქოს მებნევა აზრები,
რომ ჩემი ცრემლები კოცნიან ჩემს თვალებს,
ამქვეყნად უშენოდ გავლილი აკრები
უცებ გამომაცლის უკანასკნელ ძალებს...

სამყაროს ჩუმ ფეთქვას ვიგრძნობთ მე და მიწა,
შევცვლი უდროობის მტკივნეულ მარწუხებს
და თუ აღარ შეწყვეტს ბრუნვას დედამიწა,
გავყვები გრძნობების უმიზნო მარშუტებს:

ვიტყვი, შემისწორეთ შიშები მხნეობით,
ნატვრისგან განმძარცვეთ გრძნობების დათმობის,
ძაძები გამხადეთ ერთი მოძრაობით,
მომგვარეთ ფერები ცისა და მნათობის,

რომ კვლავ ვიზეიმო მოსვლა გაზაფხულის,
ისევ გამოუჩნდეს ლოდინს საწყისები,
შევიგრძნო ალმური თამამი ზაფხულის,
შევსვა წარმოსახვის ტკბილი სასმისები

და მხოლოდ ვინატრო, დამთანხმდე რამეზე
ძველი წარმოდგენის ახალით შეცვლამდე,
რადგანაც ცხოვრებას გაფრენილ წამებზე
ავაწყობ თავიდან შენთვის და შენამდე!



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

და როცა უჩუმრად შეგინდობ შეცდომებს,
ჩამოკრავს უდარდელ მუსიკას ზარები,
მაგრამ სიყვარულის უშიშარ მეომრებს
ისევ ჩარაზული დახვდებათ კარები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent