ყველა უდაბნოს გადავლახავ და ვფიცავ მოგიტან წყალს
უბრალოდ არ მსურს რომ გაგატანო ქარს, ხვდები? რაც უფრო ხშირად ვფიქრობ შენზე, მეც უფრო მეტად ვბავშვდები.. ყოველგვარ გზას ვცდები, ვიცი რომ ეს სენია - და მსგავსი ბანალურობა ჯერ არ მოგისმენია.. ალბათ, ეს შენც ხომ იცი მე რომ ფიცის არ მწამს, თუ ჩამკიდებ ხელს მჯერა რომ ჩვენც დავიჭერთ ამ წამს - უბრალოდ, დიდი სურვილი მაქვს ერთად მოვეჭიდოთ ხავსებს, ხომ იცი შენი ერთი SMS როგორ მავსებს... მე ხომ დღეს შანს ვითხოვ შენგან, არაფერს მეტს სხვას! თუ გინდა ეგოისტიც მიწოდე, მთავარია ჩემი გერქვას, მე ზღვას თუ ვერ გადმოვცურავ, შენთვის გპირდები სანამ არ მოგბეზრდები, ყველაზე გულრწფელი ვიქნები.. მე შენი სიცივე მვნებს, მე შენი სიახლოვეც მტკივა, მერე რა თუ არ მოდიხარ ჩემთან, მჯერა გამომივა..! შენი მწვანე სევდიანი თვალების ისე მწამს, ყველა უდაბნოს გადავლახავ და ვფიცავ მოგიტან წყალს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.