შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომ შენ აღარ ხარ..


21-06-2017, 02:00
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 519

მოვა საღამო მზისფერ დაისით და დედამიწას მოახავერდებს,
სადღაც სამანი შორი სიმწიფის, შემოდგომისფრად მოასფალტდება,
გადაიხსნება წყვდიადის ხახა და შთაინთქმება მიწა ხავერდის,
და დაეშვება ცის ტატნობიდან ლურჯი ღრუბელი ზღვისფერ ფარდებად.

რუხი სიმშვიდით, ვუცქერ ბოლომდის, ჩამავალ სხივებს კვლავაც ნახვამდის,
გვირგვინოსანის ოქროს გულივით ქმნული სიმშვიდე მასში არ დამხვდა,
ცხოვრებავ ჩემო, ბედო მუხთალო, დაგემშვიდობოთ მინდა, ნახვამდის,
ჰო, დამშვიდებაც ძნელი ყოფილა, ზოგჯერ.. მას მერე რაც თავს გადამხდა..

ხელგამოწვდილი, უხმო მუდარად მთვარის ეთერში ვერცხლად ჩაღვრილი,
ითმენს წამებას უხმო გოდებით, სხეული ტრფობით გულდაკოდილი,
და აქამომდის, ჰო აქ ამომდის, ცრემლი და სისხლი ობლად დაღვრილი,
ექცა წამებად, უხმო წამებმა, სულ მთლად წალეკა ზეცა ლოდინით.

ბნელით მაშვრალი, არ ჩანს საშველი, ვიცი არ მოვა ჩემი მაშველი,
ცა კი ბინდდება.. როგორ მინდება, ისევ ვიკითხო, რატომ არ მგავხარ,
მოვლენ სიტყვები, მერე ფიქრები და მელოდია ვერ შენაშვენი,
აატივტივებს.. მომაგონდება.. რომ შენ წახვედი.. რომ შენ აღარ ხარ..

კვლავ ფრქვევა გესლის, სიკეთის თესლი.. რომ დედამიწას ჩემი არ ესმის,
მე რა ვიღონო, ჩემო იქორო, რით შევაგონო და მოვიგონო,
გაჰქრა ხატება, ჩანახატებად, უკვდავ ლექსებად, მისი ხორცშესხმის,
ბერძნულ ქანდაკზე მოიხატება აწ ის ქალღმერთი, უსულ უგონო.

განთიადისას, გარიჟრაჟისას, როცა მნათობის პირით საპყარნი,
შეწყვეტენ ძახილს, შეწყვეტენ გლოვას, ხმის ვერ მიმწვდენნი ბნელში ნათელის,
უკუიბრუნებ, ძვირფასო, სახეს, გამოიხსნება რა ცისკრის კარნი,
უკუნს ნაბრძოლებს, ერთს გაიბრძოლებს კვლავ და ჩაქრება შენი სანთელი.



№1  offline მოდერი bla.ell

და აქამომდის, ჰო აქ ამომდის, ცრემლი და სისხლი ობლად დაღვრილი,
ექცა წამებად, უხმო წამებმა, სულ მთლად წალეკა ზეცა ლოდინით. ყველაზე ეფექტური და ორიგინალურია...

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ხელგამოწვდილი, უხმო მუდარად მთვარის ეთერში ვერცხლად ჩაღვრილი,
ითმენს წამებას უხმო გოდებით, სხეული ტრფობით გულდაკოდილი,
და აქამომდის, ჰო აქ ამომდის, ცრემლი და სისხლი ობლად დაღვრილი,
ექცა წამებად, უხმო წამებმა, სულ მთლად წალეკა ზეცა ლოდინით.

აუ როგორ მომეწონა

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

უღრმესი მადლობა.. იქნებ მეც მომწონებოდა, მართლაც რომ არ წაელეკა..

 


№4 სტუმარი Guest მერი

კარგი ლექსია...
ლაზარე 13
უღრმესი მადლობა.. იქნებ მეც მომწონებოდა, მართლაც რომ არ წაელეკა..

შენ ახლაც მოგწონს...

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ნურასდროს ენდობი შთაბეჭდილებებს, ყოველთვის მოგატყუებენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent