შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არა...სჯობია რომ იქ არ ვიყო


25-06-2017, 23:21
ავტორი მზისა
ნანახია 1 569

სიბნელეს შევცქერი სახით ლოიალურ
გარეთ ალბათ თოვს და ალბათ სიცივეა
შენ კი თბილად წევხარ საბან შემოხვევით
და არც გეფიქრება აქ რა ამინდია ,
ალბათ კავშირებმა ზურგი მაქციეს და
ურთიერთობები გახდა უკადრისი
ჩემთვის სიმარტოვემ გახსნა ხელები და
ერთად ვზივართ აგერ ლამაზ სიბნელეში,
დილას გაიღვიძებ, თვალებს ვერ გაახელ
ისე გეძინება ,თან ამ სიცივეში
მერე ცალ თვალს მინას გაუყრი და
ოჰ ამ თოვლისაცო- გაიფიქრებ,
სახეს დამანჭავ და წამოდგები
ზლოზნით გადაიხდი გამთბარ საბანს
ღმერთო როგორ მინდა იქ ვიყო და
არა....სჯობია რომ იქ არ ვიყო ,
სწრაფად გადაიცმევ ხალათს სალათისფერს
რადგან ყინვამ უკვე შესძლო მოფერება
შავ თმას ჩამოიშლი და ნაზი ხელებით
სწრაფადვე ეცდები კვლავ მაღლა აწევას,
სახეს ჩამოიბან მხოლოდ გამთბარი წყლით
მაგ კანს მაკიაჟი ხომ არც უნახია
ღმერთო როგორ მინდა იმ წამს იქ ვიყო და
არა...სჯობია რომ იქ არ ვიყო.
მერე მოიდუღებ ყავას დამტკბარს შაქრით
საათს დახედავ და სკამზე ჩამოჯდები
მოიბუზები და ყავის ორთქლით გამთბარ
სახეს ტელეფონის ეკრანს დააწაფებ.
გახსნი მესინჯერში მოწერილ ამ ლექსს და
ნელა ჩამოყვები ნაჯღაბნ ამ სტრიქონებს
ყავას მოსვავ და ალბათ გაიფიქრებ
ფუ ამის...შენ ფიქრებს უკვე ვეღარ ვიგებ.



№1  offline წევრი მზისა

ო ეს ფიქრები

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

მითხარი როგორ არ უნდა დავაციტირო ეს კუბლეტი...
სიბნელეს შევცქერი სახით ლოიალურ
გარეთ ალბათ თოვს და ალბათ სიცივეა
შენ კი თბილად წევხარ საბან შემოხვევით
და არც გეფიქრება აქ რა ამინდია ,
ალბათ კავშირებმა ზურგი მაქციეს და
ურთიერთობები გახდა უკადრისი
ჩემთვის სიმარტოვემ გახსნა ხელები და
ერთად ვზივართ აგერ ლამაზ სიბნელეში,

 


№3  offline წევრი მზისა

:-D დააციტირე.

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

მზისა
:-D დააციტირე.

ნეტავ გეთქვა რამე... :-D

 


№5  offline წევრი მზისა

:-D მაგითად რა

 


№6  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ბრავო! გენიალური ლექსია. დამწერს ყოჩაღ.

 


№7  offline წევრი მზისა

ლაზარე 13
ბრავო! გენიალური ლექსია. დამწერს ყოჩაღ.
მადლობა.მიხარია ძალიან

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

მზისა
:-D მაგითად რა

მზისა
:-D მაგითად რა

ისევ რატომო? არ მოგეწონაო? და აშ

 


№9  offline წევრი მზისა

terooo
მზისა
:-D მაგითად რა

მზისა
:-D მაგითად რა

ისევ რატომო? არ მოგეწონაო? და აშ

აა არა ახლა ვიცი.რატო.აციტირებ :-D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent