შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი პარასკევი ...


26-06-2017, 21:43
ნანახია 3 180

გადაიარა... დარდთაცვენამ გადაიარა,
კოშმარულ ღამეს ვერ დავარქმევ წითელ პარასკევს.
ღვთისმშობლის გულში უკურნები დარჩა იარა,
ჩვენ კი მოკვდავნი ამას ვხედავთ, როგორც არაფერს.

ჯვრის ახლოს იდგა ღვთისმშობელი ცრემლიან მზერით,
ხედავდა შვილს და იესოსი ესმოდა ლოცვა.
ის სთხოვდა ღმერთს, რომ დასდგომოდა ჯვარცმელებს გვერდით,
თავად სდიოდა ტკივილისგან ცრემლები როცა.

გათენებამდე სამჯერ მოკლა პეტრემ იესო,
როდესაც ცეცხლთან გასათბობად იდგა და შემდეგ
ის ხალხმა იცნო - 'მოწაფეა ვიცით იესოს'
მაშინ კი თქვა რომ არ იცნობდა მსგავსს არვის პეტრე.

ყურში ჩაესმა მონასმენი სიტყვები უფლის,
"სანამ მამალი იყივლებდეს სამჯერ უარმყოფ".
პეტრეს ტკივილი იმ მომენტში სამ სიკვდილს უდრის,
მან ვერ შეძლო რომ ყოფილიყო ღვთისთვის უნაკლო.

უმადურნი ვართ... ვერცხლზე როგორ გავყიდეთ ქრისტე,
არც კი დაფიქრდა ის ჩვენს ნაცვლად დასთანხმდა ჯვარცმას.
მას რომ შეეძლოს გაეკვრება მძიმე ჯვარს კიდევ,
ჩვენ?! .... დედამიწაც რომ გავყიდოთ იესო არ გვყავს.

ჯვაცმაზე მეტად ორგულობა სტკიოდა ჩვენი,
ეკლის გვირგვინი როცა მთლიანს კაწრავდა სახეს.
ავაზაკთაგან ამოუდგა ერთ ერთი გვერდში,
და აღიარა იესოს რომ ცრუ ბრალი დასდეს.

მკვდრეთით აღსდგა და ჩვენს გულებში ჩასახლდა იგი,
შეგვინდო უღვთო ტკივილი, რომ ავკიდეთ მხრებზე.
მე ახლა მხოლოდ ცხოვრებაში ერთი რამ ვიცი,
როცა ვეცემი მხოლოდ ღმერთი მაყენებს ფეხზე...

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ნურავინ იტყვის, მორეოდეს უფალს სიკვდილი,
და არც წითელი პარასკევი ჰგავდა არაფერს,
არც დედა ღვთისა მდგარა იმ დღეს სასომიხდილი,
შვილზე ლოცვაში დაათენდა ღამეგანათევს.
ახლაც ჩაესმის ყურებს მისი ბაგის ვედრება,
აწვიმს უდაბნოს ცოდვებისას, ცრემლი ასველებს,
და მე ქრისტიანს ჩემი ღმერთის სისხლი კი არა,
დედის თვალთაგან წამოსული წვიმა მასველებს.
ო შენ რა იცი, შენ, მოკვდავო ალალი ცრემლის,
წინანულის წილ რომ გადმოსკდა თვალთაგან პეტრეს,
ასეთი ცრემლით იჭედება უტეხი გრდემლი,
კლდე მიუვალი, საძირკველჰყოფს იესოს ევკდერს.
ადამიანურ ნაკლს უყივლებს დილით მამალი,
და კლდის თავიდან გადმოსკდება წყარო ანკარა,
რომ უფალია განმკითხავი მხოლოდ მაღალი,
აკი ვინჩილამ მოწყალებად პეტრეს ახარა.
ჰო, აკაცია უკაწრავდა მოვლენილს ციდან,
და მართლა რამე თუ ეტკინა მაცხოვარს, გვერდში,
ღვთის გმობა იყო, ავაზაკის, სიკვდილის წინა,
და ის ლახვარი, მორწმუნემ რომ უგმირა ფერდში..
ჰო, ერთადერთხელ , და მე მჯერა, სამარადისოდ,
არ შემხვედრია საზღაურად ჯვარი წამების,
რადგან უფალმა, იმ ტკივილით, ჩვენ სამერმისოდ,
იტვირთა ჯვარი, ბედის გზაზე, განაწამებმა.
და მინდა გითხრა სინამდვილე, ერთი ფარული,
არ დაცემულხარ, არც ერთხელ და მენდე, არასდროს,
როცა ცხოვრებას შენსას მოსწყდა ეგ სამკლაური,
უფლის მკლავებში მაგ სხეულმა კვლავ გზა განაგრძო,
და ეგ ობოლი მარგალიტი სულის ნიშაში,
შენ რომ გგონია, წამოდგომას გაგიმარტივებს,
უფლის ნაკვალევს რომ შენს გზაზე ახრჩობ ქვიშაში,
დედას უფლისას ეგ მკვლელობა უფრო ატირებს.

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

მკვდრეთით აღსდგა და ჩვენს გულებში ჩასახლდა იგი,
შეგვინდო უღვთო ტკივილი, რომ ავკიდეთ მხრებზე.
მე ახლა მხოლოდ ცხოვრებაში ერთი რამ ვიცი,
როცა ვეცემი მხოლოდ ღმერთი მაყენებს ფეხზე...

 


№3 სტუმარი Guest ზურა

მოგვიტევე უფალო შეცოდებანი.

 


№4  offline წევრი სანდრო 23

ჩუმო პოეტესა ძალიან ხმამაღალი და ამაღლებული ღირებულების ლექსია!...

 


№5  offline წევრი ჩუმი პოეტესა

სანდრო 23
ჩუმო პოეტესა ძალიან ხმამაღალი და ამაღლებული ღირებულების ლექსია!...

მადლობა სანდრო გაიხარე <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

უმადურნი ვართ... ვერცხლზე როგორ გავყიდეთ ქრისტე,
არც კი დაფიქრდა ის ჩვენს ნაცვლად დასთანხმდა ჯვარცმას.
მას რომ შეეძლოს გაეკვრება მძიმე ჯვარს კიდევ,
ჩვენ?! .... დედამიწაც რომ გავყიდოთ იესო არ გვყავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent