შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არა ვარ კარგად..


27-06-2017, 01:54
ავტორი nqv
ნანახია 4 900

არა ვარ კარგად,
გეფიცები კარგად არა ვარ
და როგორ მინდა მიფათურო სულში
ხელები,
რომ იქნებ რამე დაალაგო, არევის
ნაცვლად,
რომ დაინახო საკუთარ თავს როგორ
ვეცლები...
ისევ გწერ ხედავ, აღარა მაქვს თავს ზემოთ
ძალა,
მინდა მოგიყვე შენ ან ჩემს თავს რას ვერ
ვპატიობ,
მე აღარ ვსუნთქავ, მაგრამ ვრჩები ცოცხალი
რადგან -
ჩემი სიკვდილიც ვერ გაბედავს რამე
გატკინოს...
ჩემს გულის კედლებს შენი შიგნით ყოფნის
სუნი აქვთ,
სცივათ ჩემს ხელებს, სცივათ თვალებს, ცივა
გარეთაც
და მენატრები, მთელი ძალით, ისე
სრულიად
რომ საკუთარი სხეულიდან ვცდილობ
გაქცევას...
არა ვარ კარგად,
გეფიცები კარგად არა ვარ,
დღეები გამყავს, შიგნით მე ვარ, გარეთ
მარტია,
ვიცინი ისევ მეგობრებთან დაუღალავად
და მეტირება მაშინათვე როცა მარტო ვარ...
ვფიქრობ ჩვენ ორზე
და ვიხსენებ როგორ გიყვარდი,
ვფიქრობ შენს ზურგზე ჩემს მაგივრად სხვა
რომ ეხვევა,
და ვხდები ცუდად, უფრო ცუდად, ვიდრე
ვიყავი
და ჩემი სისხლი ჩემს ძარღვებში იმტვრევს
ხერხემალს...
არა ვარ კარგად! და არ უჩანს ტკივილებს
ბოლო
და სანამ ჩემი ნერვებივე გადამიყოლებს,
მიმყოფე კარგად, ამასა გთხოვ უფალო
მხოლოდ
ჩემით, უჩემოდ, სულ ერთია, ოღონდ
- მიმყოფე..



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ვფიქრობ ჩვენ ორზე
და ვიხსენებ როგორ გიყვარდი,
ვფიქრობ შენს ზურგზე ჩემს მაგივრად სხვა
რომ ეხვევა,
და ვხდები ცუდად, უფრო ცუდად, ვიდრე
ვიყავი
და ჩემი სისხლი ჩემს ძარღვებში იმტვრევს
ხერხემალს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent