შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის სისხამს


1-07-2017, 15:10
ავტორი სანდრო 23
ნანახია 1 354

დეკემბრის სისხამს მივბარბაცებ მე მარტოსული,
მტანჯველ ფიქრების გუნდი მახლავს თანამდევ ბზარად,
სპეტაკ თოვლეთში გახიზნული ობოლი სული,
გადაკარგულის სამყაროსკენ განაფრენ მგზავრად.

ირგვლივ სითეთრის სამფლობელო იწყება დიდი,
ყინული ბროლის არ აპირებს ვხედავ გალღვობას,
მე და შენ შორის უეცარი იგება ხიდი,
ციური გრძნობის აღტაცება ცდილობს დადგომას.

ცისფერ ჰაერში გავფანტულვარ ნაძვებთან რგული,
მე ჰორიზონტის სილურჯისკენ განამწესები,
იმ ერთ დღედ ღირდა ჩემი მღვრიე ცხოვრება რთული,
მინავლებული ჩირაღდნიდან ცეცხლად ნანთები.

ასრედ დარდქმნილმა და უღონომ ვიხილე მაშინ,
სულის წარმტაცი ლურჯ-მომწვანო შენი თვალები,
მწიფე ალუბლის დახეთქილი ნაყოფის მსგავსი,
მაგ ბაგეებზე მოგიზგიზე ცეცხლის ალები.

ო, რა რიგ ჩანდა სითეთრეში მაშინ ციურად,
თეთრ-მოვარდისფრო კანი შენი, ტანი ლერწამის,
წუთიერ შევდექ, მიგიჩნიე უცებ ღვთიურად,
სრულად წამერთვა მე შეგრძნება მომდევნო წამის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent