გაცალე ცხოვრება
დილა გათენდა ,ისეთი რომ მზემ სიკაიფით ჩემთვის ისევ ჩამოაღამა, სიცხემ ,თავხედმა უსაქმურად ღვინო გაცალა, ბახუს მორეულს, მომელანდე ვითომ დამაშვრალს? ღვინომ კი არა შენ თვალებმა დამაავადა. ნუ შეგაშინებს, წამი მარტოდ განატარები, ყველაფერი ხომ ისე მიდის როგორც ნამქერი, დრო აღარ მოდის. მართალია, დრო მხოლოდ მიდის, მაგრამ ,ვინ იცის იქნებ წლებმა წამალიც იცის ნუ შეგაშინებს ,ჭიქა გრძნობით დანაცალები ნუ შეგაშინებს ,ეს კალამი ოფლად დაღვრილი მე უშენობას ისე ჩუმად ,ისე უზადოდ ჩავინაცრებ და წლებიც ასე გადის უნაკლოდ, შენ კი, ფერიავ ,ეს ცხოვრება რად გერთულება ვითომ უჩემოდ ?მაგრამ იცი რა ურჩხული ვარ?! მიდი, დაცალე ეს ცხოვრება ღვინის თასებად მერე ბახუსშიც დაამღერე თითქმის პოეტად, მიდი ,იცეკვე ისე ურცხვად ისე თავნებად მიდი ,თბილისი გააღვიძე ღამის ტრფიალზე იყვირე, იმღერე, იხარხარე ისე უზადოდ რომ ჭადრებს, მაღლებს შურდეთ შენი და თავი დახარონ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.