შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერთვალებს


23-07-2017, 11:32
ავტორი joxadze
ნანახია 1 901

მზის ამოსვლისას ერთს ვხედავ მალულს
ხიბლით მოთაფლულ თვალებს მინაბავს
და სიზმარივით გამოცხადებულს
მე სილამაზე ჯერ არ მინახავს.
შენი ხატება ცხოვრების წარსულს
აწ უშედეგო სიმართლის ვნება
და სილამაზე საზღვრებზე გასულს
სული ტანჯვისგან შეევედრება
მე შენ გიხილე სიზმრის გუმბათად
მერე ხატების წყობას ვიარე
შენი სახება მე დამსდევს მუდამ
კანკლისა საზღვარს გადავიარე
აწი გიყურებ მოვლენილს ცაზედ
შარავანდედი, მზის გაელვება
დიდი ხურჯინი მახურავს მხარზედ
უშენოდ გზაზე რა მეშველაბა?
ცისფერი თვალი ცისფერ ცას ავსებს
შენი ხატება მე ყველგან დამსდევს
თუ კი იმედი სიცოცხლეს არ ხევს
სიკვდილი კარებს მარტივად აღებს
ეს უდაბური ხეების წყება
ფერფლისგან სურნელს ზაფხულის ნება
და უშედეგო ცხოვრება წარსულს
მომავლის ჭვრეტა არაფრით არ სურს
მზის ამოსვლისას ერთს ვხედავ მალულს
ხიბლით მოთაფლულ თვალებს მინაბავს
და სიზმარივით გამოცხადებულს
მე სილამაზე ჯერ არ მინახავს.



№1  offline მოდერი Giorgi Uertashvili

ლექსი მშვენიერია. ალბათ ვისაც დაუწერე ისიც მშვენიერია heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№2  offline წევრი joxadze

ლუნი.
ძააან ძაააან მომეწონა <3

დიდი მადლობა კარგია
--------------------
ნ.ჯოხაძე

 


№3  offline წევრი joxadze

Giorgi Uertashvili
ლექსი მშვენიერია. ალბათ ვისაც დაუწერე ისიც მშვენიერია heart_eyes

დიდი მადლობა
--------------------
ნ.ჯოხაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent