შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა გესმოდეს (სრულად)

26-07-2017, 21:54
ავტორი Kristy
ნანახია 2 754

მინდა გესმოდეს დუმილის ხმა მკვდარი წამიდან,
როცა წამწამებს დამინამავს მე უშენობა
და სინამდვილე ჩამოფერთხო ჩემი თვალიდან,
რადგან რთულია პირობების უსიტყვოდ ნდობა,

სიყრმის ფერები გამუდმებით იმედს მიცრუებს,
როცა გავყურებ ავდრიანი წლების ნაკვალევს,
ჩამუქებული ავი ზეცა ცრემლს ვერ იკავებს
და წამიერი მღელვარებით ტრფობას მავალებს,

მაგრამ ჩემს თვალწინ ცხოვრებაა გადაკეპილი,
რომელსაც ჩემთან დასარჩენად კარგად იყენებ
და ჩემი ჩრდილი - უცხო ფერად გადაღებილი,
ისე გამირბის თითქოს იცის რისთვის ვიყენებ,

ამღვრეულ წამში ქარიშხალის სუნი ტრიალებს,
ეს ავდრიანი ამინდებიც თითქოს ყელში მწვდა,
მაგრამ მიღვიძებს წვიმიანი დღე მკვდარ ოცნებებს,
როცა ბებერი სიყმაწვილე სიმშვიდეს მისწვდა,

ამიტომ შენგან შემორჩენილ ფორიაქს ვკარგავ,
გამოგონილი მყუდროებაც მშორდება გზიდან
და ზურგშექცევით რუხ კედელთან პირობებს ვმარხავ,
რომელთაც ვეღარ ვემალები გაცემის დღიდან,

რადგან დაგვიდგა განშორების ბნელი წამები,
შეკრეს კამარა უდარდელად გრძნობის ფერებმა
და უკვდავების ნაზი სუნთქვით მოვიწამლები,
როცა შენს სახელს გადაფარავს დროთა ფერება,

მაგრამ თუ დღემდე ვერ შევძელი შენი გაშვება,
იქნებ არასდროს დამავიწყდეს ის წრფელი გრძნობა,
როცა შენს ხილვას მოჰყვებოდა ერთგვარი შევბა,
და ორი გულის სიახლოვეს მიწაც კი გრძნობდა,

ახლა კი, როცა სულში ისევ დუმილი წვეთავს,
სიტყვებს დაითმენს უსახელო კადრების წუნი,
მიეჯაჭვება წარმოსახვა იმ გზების კვეთას,
რომლებსაც ისევ ასდით ძველი გრძნობების სუნი,

თუმცა ვფიქრობ, რომ გავაცილე ოცნების ქურდი,
მომაკვდავ ფიქრებს უაზრობის ფარდასაც ავხდი,
რადგან უეცრად უდრტვინველად მაქციე ზურგი
და უსახელო ტკივილების ამტანი გავხდი,

შემომისახლდა მანკიერი, უაზრო შიში,
რომ მუდამ ძველი ოცნებებით ვიქნები მთვრალი,
გამომიცხადა ამ ცხოვრებამ უდაო ქიში,
რადგან შევუქე უჩვეულო გრძნობების რალი,

დღეს კი ჩვენ შორის ქარაგმები იღვრება თქეშად,
ჩემგან აღთქმული, წარმოსახვის ნათამაშები
და ცის კიდესთან მიღწეული, ბოლო ნუგეშად
მე ლურჯფრთებიან ციცქნა პეპლებს ვეთამაშები,

თავს ათასფერი ყვავილების გვირგვინი მიმკობს
ბაგეს კი ისევ შენი კოცნის სურნელი ახლავს,
ამაყი წამი საკუთარ თავს გრძნობებით იმკობს,
შემოგარენსაც ვარდისფერი საბანი აკრავს,

ღიმილს აღვიძებს ბაგეებზე ნიმფების ქცევა
ყველაფრისადმი უჩვეულო ნორჩი მზაობით
და შიშველ მუხლებს ის თავხედი სიო ეხვევა,
რომელზეც მუდამ ფიქრიანი სახით ვდაობდით,

მაგრამ შენ იცი, რომ გრძნობები ფიქრებს ერევა,
რომ წარმოსახვა ვერ დამალავს იმ რეალობას,
რომელშიც გრძნობებს ჩემი გული ვეღარ ელევა,
რომელშიც ისევ დამიწუნებ ალბათ ქალობას,

ამიტომ სიტყვებს შევინახავ, თუ არ შემიცვლი
და ძველ სიზმრებში სანუკვარი გრძნობა იწვიმებს,
რადგან შენ გამო ჩემს საყვარელ ჩვევებსაც ვიცვლი,
რათა გავექცე შემოდგომის უაზრო წვიმებს!

№1  offline მოდერი bla.ell

"ამიტომ სიტყვებს შევინახავ, თუ არ შემიცვლი
და ძველ სიზმრებში სანუკვარი გრძნობა იწვიმებს,
რადგან შენ გამო ჩემს საყვარელ ჩვევებსაც ვიცვლი,
რათა გავექცე შემოდგომის უაზრო წვიმებს!" ამაზე არვიცი რა ქენი რა ემოცია ჩადე მაგრამ ამეტირა...დამაჟრიალა და არვიცი უცნაურმაგრძნობებმა მოიყარეს თავი ჩემში...ვგიჟდები შენს უნაკლო შემოქმედებაზე!შენი ნებისმიერი ლექსი იწვევს ჩემი ემოციების და გრძნობების აფეთქებას...შენ "პოეტი" ხარ...ნამდვილი და განსხვავებული პოეტი❤❤❤

№2  offline წევრი Kristy

bla.ell

დიდი მადლობა, რომ კითხულობ, მოგწონს და კომენტარებში ამას გადმომცემ heart_eyes heart_eyes გაიხარე kissing_heart

№3 სტუმარი Sana

მგონი აქ ასე ძალიან ლექსი ჯერ არ მომწონებია. საოცრად ლამაზი, დახვეწილი და ემოციური ლექსია აი, ისეთი სულს რომ აგიფორიაქებს. მომეწონა სიტყვებისა და რითმების თამაში. შეუდარებელია!

№4  offline წევრი Kristy

Sana
მგონი აქ ასე ძალიან ლექსი ჯერ არ მომწონებია. საოცრად ლამაზი, დახვეწილი და ემოციური ლექსია აი, ისეთი სულს რომ აგიფორიაქებს. მომეწონა სიტყვებისა და რითმების თამაში. შეუდარებელია!

დიდი დიდი მადლობა შენ

№5 სტუმარი Guest niini

გადასარევია, ძალიან მომეწონა

№6  offline მოდერი Giorgi Uertashvili

ძალიან კარგი და ლამაზი ლექსია heart_eyes kissing_heart
--------------------
გ.უერთაშვილი

№7 სტუმარი Sgccvh

Kristy
bla.ell
"ამიტომ სიტყვებს შევინახავ, თუ არ შემიცვლი
და ძველ სიზმრებში სანუკვარი გრძნობა იწვიმებს,
რადგან შენ გამო ჩემს საყვარელ ჩვევებსაც ვიცვლი,
რათა გავექცე შემოდგომის უაზრო წვიმებს!" ამაზე არვიცი რა ქენი რა ემოცია ჩადე მაგრამ ამეტირა...დამაჟრიალა და არვიცი უცნაურმაგრძნობებმა მოიყარეს თავი ჩემში...ვგიჟდები შენს უნაკლო შემოქმედებაზე!შენი ნებისმიერი ლექსი იწვევს ჩემი ემოციების და გრძნობების აფეთქებას...შენ "პოეტი" ხარ...ნამდვილი და განსხვავებული პოეტი❤❤❤

დიდი მადლობა, რომ კითხულობ, მოგწონს და კომენტარებში ამას გადმომცემ heart_eyes heart_eyes გაიხარე kissing_heart

№8  offline აქტიური მკითხველი terooo

მაგრამ შენ იცი, რომ გრძნობები ფიქრებს ერევა,
რომ წარმოსახვა ვერ დამალავს იმ რეალობას,
რომელშიც გრძნობებს ჩემი გული ვეღარ ელევა,
რომელშიც ისევ დამიწუნებ ალბათ ქალობას,

№9  offline წევრი Kristy

მადლობა ყველას ყველას... გაიხარეთ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent