შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამე მდუმარეა ...


28-07-2017, 22:33
ნანახია 1 580

გვხვდება გაყინული სარეცელი - ღამე მდუმარეა,
ვდგავართ ფანჯარასთან, გათენება გლოვას ემსგავსება.
გვტკივა ღმერთმა იცის ჩვენ ორიდან რომელს უარესად,
ერთი ის ვიცი, რომ მე არ მსურდა მხოლოდ მეარსება.

დღეს ლაღ ცხოვრებასთან დავმარცხდი და ომი ვერ მოვიგე,
ომი ვერ მოვიგე... უსუსური დავრჩი მეომარი.
ახლა როგორ მინდა გელოდო და უცებ შენც მოხვიდე -
უცებ შენც მოხვიდე შენთვის უცხო... ფიქრთა ტყვეობაში.

ალბათ გადაღლილი სხეულისგან სულსაც გავნდევნიდი,
სულსაც გავნდევნიდი რომ შეეძლოს ზეცას შეეხოს და
დღემდე ეს თვალები სიცოცხლისგან სიკვდილდარჩენილი
გრძნობის დარაბებთან უიმედოდ მხოლოდ შენ გელოდა.

ახლა ორივენი ცალ-ცალკე და ღიმილშემოცლილნი
ვდგავართ ჩაბნელებულ ქუჩებისკენ სახემიშვერილი.
გწამდეს თუ დამჭირდი შენს ძებნაში ქალაქს შემოვივლი,
ქალაქს შემოვივლი სხივდარჩენილ... ჩამქვრალ იმედივით.

ყველა გათენება სულს თუ არა სხეულს აზიანებს,
თვალებს შევაჩვიე რახანია სველი წამწამები.
ვიღაც სიჩუმეში ძველ როიალს ისე აღრიალებს,
როგორც მხეცი ღმუის დაჭრილი და ძლიერ ნაწამები.

მხოლოდ ერთი ვიცი დარწმუნებით (ისე როგორც ადრე),
გულზე დედის ლოცვა კვლავ მედება წმინდა მირონივით.
უწინ სიცოცხლით და უფლის რწმენით სავსე,
ახლა დავფარფატებ ჯერაც უცხო - (შენი) ირონიით.

სადმე დაგიგულო ახლომახლო ახლა მხოლოდ ის მსურს,
გვტკივა ღმერთმა იცის ჩვენ ორიდან რომელს უარესად,
გარეთ ხეტიალით დაღლილებს და უკვე სახლში მისულს
გვხვდება გაყინული სარეცელი - ღამე მდუმარეა.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline მოდერი Giorgi Uertashvili

ძალიან საინტერესო, ლამაზი და გრძნობით აღსავსე ლექსია heart_eyes heart_eyes heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№2  offline წევრი ჩუმი პოეტესა

Giorgi Uertashvili
ძალიან საინტერესო, ლამაზი და გრძნობით აღსავსე ლექსია heart_eyes heart_eyes heart_eyes

მადლობა <3 <3 <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ მიყვარხარ მე შენ ჩემო ნიჭიერო

 


№4  offline წევრი ჩუმი პოეტესა

terooo
როგორ მიყვარხარ მე შენ ჩემო ნიჭიერო

გენაცვალე <3 მადლობა საყვარელო <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent