შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწვავად გამზადებული აღსარება


3-08-2017, 18:07
ნანახია 1 719

დღეს გეტყვი ღმერთო - გული მტკივა ... ეს არ გაივლის,
სულის კუთხეში იმედები ყრია ოცნების.
ხედი სევდისფრად იყურება ჩემი აივნის,
მე მუხლმოყრილმა გავბედე და შენთან მოვედი.

მოვედი, რადგან დამიგროვდა გულში სათქმელი,
მეც ვტირი ღმერთო... გავაშიშვლებ ჩემს სულს ამაღამ.
გთხოვ მომიტევე სითამამე... ისევ დავთვერი
რადგან არ მძალუძს სიფხიზლეში ვიდგე ამაყად.

მხედავ და მაინც დღეს მე გეტყვი როგორ ვარ, რა მჭირს...
ეს აღსარება გთხოვ, რომ დავწვათ ამ ღამის შემდეგ.
ვემსგავსე ძველი ლექსებიდან იმ დაჭრილ არწივს,
ყვავ-ყორნები, რომ დაესია დაცემულ მხრებზე.

ბავშვი, რომ ერქვა წლების უკან - მე ის გოგო ვარ,
შემდეგ ცხოვრებამ ყველაფერი ძლიერ არია.
მე როგორ შევძლებ დაგანახო ახლა როგორ ვარ,
მხოლოდ ვიტყვი რომ სული მტკივა... მტკივა ძალიან.

ალბათ ერთ დღესაც შორს წავალ და დავაგვიანებ,
ან იქნებ სულაც დაბრუნება გადავიფიქრო.
მე ვერ ვიშუშებ სულზე გართხმულ მტკივან იარებს,
ცას ვერც ღრუბლები მოვწმიდე, რომ აღარ იწვიმოს.

ის თეთრი ტილო მე დავსვარე ჩემი თითებით,
ის ტილო ღმერთო მხატვარმა, რომ სუფთად დატოვა.
ალბათ პირველი განსასჯელი შვილი ვიქნები,
ვინც ვერ გაიგო გაწყენინა ასე რატომაც.

მე მუდამ მწამდა... დღემდე მწამს, რომ შენ ჩემში ცხოვრობ,
ვერ ისვენებ და თითქოს ჩემგან გაქცევა გინდა.
ნუ მიმატოვებ ასე უღვთოდ ამას გთხოვ მხოლოდ
და ნუ დამაგდებ შენი რწმენის მიწაზე ციდან.

არა ვარ კარგად... სუნთქვის დროსაც ნერვებს ვახველებ,
არა ვარ კარგად... შენ ხომ მაინც მიცნობ და იცი,
რომ ყოველ ჯერზე ტყუილებით ვუშვებ მნახველებს,
რომ ყოველ ჯერზე უნებურად მიტყდება ფიცი.

დიდი ტკივილი აწერინებს სევდისფრებს ლექსებს,
ალბათ ის სჯობს რომ არ გიყვარდეს ქვეყნად არავინ.
მიწა ვარ ახლაც და ვიქცევი მიწადვე მერე,
მე ის წიგნი ვარ რომ არ არის არსად ნათარგმნი.

ჩუმი 'პოეტესა'



№1 სტუმარი nini

შენ ლექსებიი იმდენად მაგარია რომ იმ უბრალო ბანალური სიტყვბით ვერ გადმოვცემ ეს უბარლოდ რეალობაა რელობაა შენი თითეული ლექსიი და გადმოცემულია იმდენად კარგად სათქმელიი რომ ყველ აგრძნობა ამიფეთქდება ხოლმე და ვხვდები თუ რამდენად კარგი ხარ და რამდენად ემოციური ძლიერი და მაგარი როგორც შენი ლექსებია უბრალოდ ვგიჯდები შენზე და შენ თითეულ ლექსე არაჩვეულებრივი ხარ

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

იმდენად მაგარი სიტყვებია, მეშინია ჩემი უაზრო კომენტარით რამე არ ვავნო

 


№3  offline წევრი ჩუმი პოეტესა

nini
შენ ლექსებიი იმდენად მაგარია რომ იმ უბრალო ბანალური სიტყვბით ვერ გადმოვცემ ეს უბარლოდ რეალობაა რელობაა შენი თითეული ლექსიი და გადმოცემულია იმდენად კარგად სათქმელიი რომ ყველ აგრძნობა ამიფეთქდება ხოლმე და ვხვდები თუ რამდენად კარგი ხარ და რამდენად ემოციური ძლიერი და მაგარი როგორც შენი ლექსებია უბრალოდ ვგიჯდები შენზე და შენ თითეულ ლექსე არაჩვეულებრივი ხარ

terooo
იმდენად მაგარი სიტყვებია, მეშინია ჩემი უაზრო კომენტარით რამე არ ვავნო

გენაცვალეთ თქვენ <3 ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისა და სითბოსთვის ♥ ♥ ♥
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent