ამიტომ ზოგჯერ მომიტევეთ განმარტოება
ზოგჯერ მგონია, რომ უცხო ვარ მე ამ მიწაზე, დავიარები როცა უხმოდ დედამიწაზე, თითქმის არ მესმის ჩემს გარშემო ხალხის ხმაური და არც ჩემს ბგერებს ახსენდებათ აურზაური, რადგან ვერავინ უერთგულა გრძნობებს აქამდე, ვცდილობ შევირგო ყველა შანსი დროის ათვლამდე, წამებს ვაგროვებ უცნაური ბედნიერების, რომელიც ვიცი, დამიჯდება ფასი ერების, არავის ვუსმენ და ნელ-ნელა მივიწყებს ყველა, მე კი უთქმელი ოცნებისკენ ჩუმად მივიწევ, მაგრამ ნაბიჯებს მიუყვება წლების ბზარები, კვლავ გუგუნებენ აბეზარი ძველი ზარები, რომ ვერასოდეს გაიხარებს ჩემი ოცნება, გაითელება ფეხქვეშ სულის ობლობის ცნება, რადგან არ ვგავარ ჩემ გარშემო შეკრებილ მასებს და პირფერობა უჩვეულო ძალით არ მავსებს, თუმცა თუ ვინმე იმ უცნაურ ქალად შემრაცხავს, რომელსაც ირგვლივ სიამაყის ჯავშანი აკრავს, თავის სინდისთან არ იქნება ალბათ მართალი, თუმცა ბრმებსაც კი ეხილებათ ხანდახან თვალი, რომ არასოდეს გავქცეულვარ ჩემი ომიდან და ყველა ჯილდო მიმიღია მძიმე შრომიდან, მაგრამ არავის დაუნახავს დაღვრილი ცრემლი, რასაც თავადვე ავუშენე ურყევი გრდემლი, რადგან ყოველი ამოსუნთქვა ჩვილივით მტკივა, როცა ვხვდები, რომ ჩემს საფლავზე არავინ მივა და თითოეულ ნაჭრილობევს თავიდან ვიხვევ, თუკი მივხვდები, რომ ახლისგან თავს ვეღარ ვიზღვევ, თუ შემეტყობა სევდიანი აწმყოს ფერები ან გადამფარავს ავდრიანი ზვირთთა ფენები, რადგან მხოლოდ ამ უნებლიე დარდს ვემალები, რომ დავიტოვო მომავლისთვის ცოტა ძალები და თუნდაც ხშირად რთული იყოს ჩემი გაგება, არ ღირს ამაზე გონივრული აზრის აგება, რადგან უბრალოდ დაღლილი ვარ უთავბოლობით, როგორც სარწმუნო სიყვარული სიძვის ცოლობით და ზოგჯერ მინდა გავუშალო გული მეგობრებს, ჩამოვაცილო ერთმანეთის შური მეომრებს, ზოგჯერ კი უხმო მარტოობის შემიპყრობს სენი, რომ თითქოს დღემდე არაფერი შემოგრჩა შენი და ამ დროს მხოლოდ მდუმარების ადგილი რჩება რადგან სიმტკიცეს უწევს სულის სიმწირის რჩენა, ერთბაშად მტკივა მაშინ ჩემი ყველა იარა ან იწურება მოთმინების უცხო ფიალა, რადგან არასდროს შემიგრძვნია სრული სიმშვიდე, არ დამინახავს რომელიმე გრძნობის სიწმინდე, როცა უშიშრად მიენდობი ქარების ქროლვას, შეუერთდები მიზნებისკენ განწირულ რბოლას, ამიტომ მუდამ უნდობლობით მევსება სული, როცა თამამი გრძნობებისკენ ისწრაფვის გული, რადგან დამჩემდა უჩვეულოდ ეული ფიქრი და წარმოსახვით უიმედო ველებზე მივქრი, რომ თითქოს ჩემთვის არ არსებობს ისეთი გრძნობა ბედნიერებას რომ დაარქმევ და გიჭირს ცნობა, თითქოს არასდროს ასრულდება ყველა ოცნება, თუნდაც გრძნობებმა დართონ სიზმრებს დარჩენის ნება და მომაწვება უჩვეულოდ მძიმე ნაღველი, რომ მომავლისგან მხოლოდ ლამაზ დაცინვას ველი, რადგან ერთბაშად უსაშველო გახდა დროება, ამიტომ ზოგჯერ მომიტევეთ განმარტოება! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.