შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


5-08-2017, 01:23
ავტორი Steppenwolf
ნანახია 1 420

გარეული ცხოველივით ვარ რწმენაზე ჩასაფრებული,
ფეხქვეშ მეცლება არსებული, დავიწყებული.
აკიდებული, შავი ჭირივით მძულს ქალაქის დარდი... თუმცა ვერც ვტოვებ ფიქრებს
ვით უსულო
და ვით სნეული.
ერთი ათასად გარეულა სისხლი სხეულში.
ერთი ათასად ირევიან სხვის სულში.
ბინძურ თითებს დაუნდობლად აფათურებენ,
და მერე სუნიან ნერწყვს შიგ აფურთხებენ.
ისე გაგყიდიან, მხოლოდ გაყიდული'ღა, რომ გაიგებ,
ღმერთო მომკალი და მასას ვერ ვუგებ.
ღირებულებები ქრება სხვაშიც, ჩემიანშიც.
დაბადებიდან ვილტვი იმისთვის, რომ
ღმერთი ვნახო ადამიანში.
ალბად დაიღლებიან, მკითხავენ - რით ვერ იპოვე რაობა?
და მე რა ვუთხრა? არა'რაობამ?!
გავიქცეოდი, რომ ვიცოდე შავ ჭირს ვუშველი
გავიქცეოდი, რომ ვიცოდე...
გავიქცეოდი.
აკიდებული შავი ჭირივით მძულს ქალაქის დარდი,
თუმცა ვერც ვტოვებ ფიქრებს
ვით უსულო და
ვით სნეული.
თითქოს ჯადოა ეს ჩემი ქალაქი
შავი, დაბურული, დავიწყებული
მაგრამ ვაი, რომ დაუვიწყარიც.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

გავიქცეოდი.
აკიდებული შავი ჭირივით მძულს ქალაქის დარდი,
თუმცა ვერც ვტოვებ ფიქრებს
ვით უსულო და
ვით სნეული.

 


№2 სტუმარი Guest Mimi

dzalian magaraiaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent