შენი არ შემდგარი სუიციდი
ალბათ მეასედ, ამ ჯურღმულად ქცეულ ღამესაც მე სანიმუშოდ უშენობა ამომახველებს, ვეღარ ჰყოფნია გრძობას ულევს შენგან გაჩენილს არც სიმეტრია ,არც სიგლუვე გამოსაზრდელად. ქუჩაში არ წვიმს, აქ კედლები ღვარცოფებს მიაქვს გმინავს უსიტყვოდ, ერთ დიდ კვნესად იქცა ჰაერი, ამომახველებს ეს ცოდვები გამოზამთრებას და განთიადზე არ ექნებათ ცრემლებს ადგილი. მიყვარს თვალები, დაბნეული და წარა-მარა, მიყვარე ლექსები, ოღონდ ვნებით დამსკდარ მაჯებში და როცა აისს შეერევა თეთრად ნათება მე ამ ფუნჯებით გამოგსახავ ჩემდა ცხონებად. მე ვიცი ახლა გულისცემა ისე მშვიდი გაქვს, და მელოდიად ესმის ვინმე იღბალმორეულს, ეს არის ყულფი შენგან ჩემთვის სამკაულივით და მე კი შენი, არ შემდგარი სუიციდი ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.