დედა
მოოკლეწწ დიდი ხანიაა სიიაკკჰლეე არ დამიდიიაა და გადავვწწკვიტტეე დავდოო <3 იმედძია მოოგეწოონებაწწ აიიკვვანეთთ ბევვრ ლაიიკზე ჰეიი აბა დავიიწკოოთ - შვილო, უქუდოდ არ წახვიდე, გაავდარდება... დედიკო შენი გენაცვალოს, მალე დაბრუნდი. - დედა, რათა ხარ შენ ასეთი მოუსვენარი, გარეთ სიცხეა, მზიან დარში ქუდი რად მინდა? დედას სარკმელთან ჩასთვლემია ჩემს მოლოდინში, ჩაიდნის ორთქლი ჭაღარა თმებს თავშლად ეხვევა. შევალ... შეკრთება... მერე სახე გაუნათდება: შვილო, მოხვედი? სად იყავი? საიდან მოდი? მოდი გაკოცო. ჩემო ბიჭო, მოდი დედასთან... რა დროს ეგ არის, დამანებე თავი!... შენც ერთი... გეტყვი უხეშად, თუმც ამის თქმა სულაც არ მინდა... მინდა არ ვიყო ამაყი და ასე ჯიუტი, მინდა მძინარეს მოგეპარო და ჩუმად, ჩუმად თვალამღვრეული გავიტრუნო შენს თბილ უბეში. შენ სიხარულით წამოგივა, დედიკო, ცრემლი და ბედნიერი ჩვილ ბავშვივით ასლუკუნდები. როცა თენდება მაშინა გაქვს დრო საალერსოდ; მოხვალ და ფრთხილად გამისწორებ საბანს, სასთუმალს, დედა, მე მაშინ არა მძინავს, შენ ეს არ იცი... მე ვიგუდები, სინანულის ცრემლები მახრჩობს... დედის გული ხომ მაპატიებს ამ დანაშაულს? როგორია შეაფასეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.