შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღსარება


12-09-2017, 17:11
ავტორი sel
ნანახია 1 742

როცა ჩამოჰკრავენ ზარებს სამრეკლოში,
როცა მტყუან-მართალს ცაში გამირკვევენ,
როცა წამიყვანენ ღმერთთან ანგელოზნი
და ჩემს ლექსთა კრებულს ბრალად წარმიდგენენ,

ვიტყვი, ცოდვილი ვარ, ღმერთო, მისწრაფებით,
ბევრჯერ წამიკითხავს ჩემი ტომეული,
მე ხომ სიცრუეში ლექსით ვისაყდრებდი,
წერით გადმოვეცი ჩემი ორეული,

ღმერთო, არ შემაწევს შენთან არვინ სიტყვას,
დაე ეყოს ყველას ჩემი განაჩენი,
ღმერთო, მრისხანებით უკვე ბევრჯერ მითქვამს
რომ მე ცოდვილი ვარ, ვიდრე დანარჩენნი,

ღმერთო, ცოდვილი ვარ, ვწერდი, განვკიცხავდი,
რადგან უშენოდაც ბევრჯერ განმიკიცხეს,
ღმერთო, უშენობას მიწად განვიცდიდი
მაგრამ სამყოფელი შენი არ ვიკითხე,

ღმერთო, არ მესმოდა ხორცით აღსარება,
სული ბნელ კუთხეში როცა გადამალეს,
ღმერთო, არ მთრგუნავდა იცი, შეღამება,
მშვიდ ძილს მთვარის შუქზე წერა ვანაცვალე,

ღმერთო, არ მომიკლავს, თუმცა ცოდვილი ვარ,
სხვას რომ ქვას ესროდნენ იქნებ არ ვიძახდი?
ღმერთო, ურჩი ვიყავ, ახლა მორჩილი ვარ,
ღმერთო, საღვთო კანონს არც ერთს არ ვიცავდი,

ვიცი დავისჯები, ალბად ურჩობისთვის,
თუმცა ეს პოეტის მწარე განგებაა,
ვიცი, დავისჯები მიწის შეცნობისთვის,
მაგრამ არც ამჯერად მისი გამეგება,

იცი, ვერ ვიპოვნე კაცთმოყვარეობა,
ვიცი მის ძებნაში მეც რომ დავაშავე,
ღმერთო, ვერ ვაჯობე თავმოყვარეობას,
ღმერთო, სული დავთმე, სხეული ვაწამე,

ვიტყვი, მაინც შური გულში არ მქონია,
ჭუჭყს და სიბინძურეს ვერსად გავექეცი,
ღმერთო!!! მე მიწაზე ღმერთი არ მყოლია,
მაგრამ ყოველ სტროფში უფალს დავეძებდი,

ღმერთო, ცოდვილი ვარ, როგორც მიწიერი,
ცოდვას სული ჩემი ვეღარ მოვაშორე,
ღმერთო, ვის მაგიერ? ნეტავ ვისთვის ვწერდი?
ღმერთო, ვუპასუხე რამდენს მონაჭორზე,

ღმერთო, ვეზიარე რამდენ უმსგავსობას,
სილა გამაწნეს და სილა ვუთავაზე,
ღმერთო, ვერ ვაჯობე მარტომ, უშენობას,
ჩემს მეს საწუთროში თავად ვუთავკაცე...

ახლა შენს წინ ვდგავარ, აჰა აღსარება,
მტვრიან, თეთრ ფურცელზე ცოდვად დაგროვილი,
ვამბობ, პოეტი ვარ, ერთი ახირება,
შენი შექმნილი და მიწად დატოვილი.

11.09.17.

Selassie



№1  offline წევრი anuki15

ძალიან მომეწონა მართლა heart_eyes უნიჭიერესი ხარ heart_eyes

 


№2  offline წევრი sel

anuki15
ძალიან მომეწონა მართლა heart_eyes უნიჭიერესი ხარ heart_eyes


მადლობააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent