შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯერ ისევ ბავშვი ვარ.


16-09-2017, 22:15
ავტორი gogona tbilisidan
ნანახია 2 717

ჯერ ისევ ბავშვი.სულით არა,გონებით
უკმაყოფილო სიბერის და წლების გამოგონებით
ამას ვიტყვი სიბერეში სევდიან მოგონებით
მოვინდომებ ბავშვობას და მოვკვდები ამ მონდომებით
მე მოგყვები იქ სადაც ვცდები,
ვთიშავ თეთრის არეალს,
მე ისევ ვეძებ კარადაში საოცნებო ნარნიას
და ვუერთდები ოცნებების რეგულარულ არმიას
და გიყურებთ ხალხს და ვეძებ ნამდვილ კაცს,ადამიანს
ბავშვს რა დარდი აქვს,რომ არ გამოცხვა პასკა
და პოლიციას დაუძახა და ცრემლები წასკდა
და გასკდა და აფეთქდა ის ბავშვური განცდა,
რომ წლიდან წლამდე მიხაროდა ახალი წლის დაცდა
ვერ გავექცევი რომ მომიწევს ალბათ ხანი და სიბერე
ისე გაქრა ბავშვობა რომ ვერც კი შევათვალიერე
ვკერე ოცნებები,ვხვეწე მოქცევები და მივხვდი რომ
თუკი მოკვდი ორჯერ,ვერ აღმოცენდები
მიხვდები როცა პროცენტები გექნება ბანკში
და გასაყიდი არაფერი არ დაგრჩება სახლში
იოცნებებ და ღმერთს შესთხოვ ნეტა იყო ბავშვი
და დილის ცხრაზე შენ დედიკოს რომ მიჰყავდე ბაღში
და თავში ეს ყველაფერი ოცნებების დონეზე
ამდროს შენ აქ ნერვიულობ სწორ და არასწორებზე
ტოლებზე გროზნი ხდები,გებადება გრიზნია
და ეუბნები შენ თავს : так сделать нельзя
მოჰყვები უაზრო აზრებს,შველას სთხოვ გამჩენს
რაც არ გკლავს,ის გარჩენს
ვინც რჩება დარჩეს
ჩემთან ერთად პატარა და მე ბავშვობით დამჭრეს
სადაც ბეგი საქმის ნაცვლად პოკემონებს არჩევს
გიჩნდება კითხვები თუ რატომ ხდება ასე რომ
უფრო გაზრდილიყავი ოცნებობდი მასზე
გინდოდა კოსმონავტობა და გაფრენა მარსზე
და ხვდები რომ ილუზიებს აშენებდი ფარსზე
და მინდა რომ გავცდე ხანების სახელებს და მათ მნახველებს
დრო რომ ახველებს,აბამს მახეებს,სახეს და ხელებს გაგინახევრებ
მოდი და ნახე ეს როგორ მახელებს,როგორ გვითრევს შიგნით
და ვერ ვხვდებით რომ ჩათრევისთვის ჩვენ თვითონვე ვიბრძვით
სიბრძნით არ გამოვირჩევი,არ დავდივარ ნიღბით
თქვენ კი აქ სიწმინდეს სიბილწით,ორპირობით მიღრით
შენ ჯერ კიდევ მოღრუბლულ და დაღლილ ცაში დაფრინავ
მე საშოვარზე გამოსული მხეცივით არ დავძრწივარ
მე სულის გადარჩენისთვის სხვას არასდროს გავწირავ
შენ თუ გინდა გაიზარდე
მე ჯერ კიდევ ბავშვი ვარ
ბავშვობის თამაშებს ვიხსენებ ისევ
გამყავს გვირაბი სილის კლდეებში
ბავშვობის დღეებს დღიურში ვიწერ
და სითბოს ვეძებ დედის ხელებში
მე ისევ ბავშვის თვალებით გიმზერ
ისევ ვეტევი პირის საბანში
და დედის ტკბილ იავნანას ვისმენ
დამშვიდებული მე ჩემს აკვანში
მიყვარს ისევე იგივე გრძნობით
ისევე ისევ უკან არ ვიხევ
მაგრამ ვიღლები მე თქვენთან ბრძოლით
ალბათ ეს რადგან ბავშვი ვარ ისევ.

ბეგი მამალაძე,თბილისზე შეყვარებული ბიჭი)))))



№1  offline მოდერი Giorgi Uertashvili

Es begi mamaladzea xo?
Dzalian kargi leqsia
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№2  offline წევრი gogona tbilisidan

Giorgi Uertashvili
Es begi mamaladzea xo?
Dzalian kargi leqsia

<3 კი ბეგია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent