შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოდი, ლაზარე!


20-09-2017, 23:17
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 446

უსულო ჰაერით სუნთქავდა სიახლე,
უგულო სხეულით ხარობდა მაშველი,
ყინვაში, ისე რომ არავინ ვიახლე,
გავედი.. რადგან სხვა არ იყო საშველი.

თენდება სითეთრე, თვალისებრ რძისფერი,
და სახეს ნისლისებრ ბურუსით შემოსავს,
მოგელავს სიცოცხლე იასამნისფერი,
იბნევა ეთერში წყვდიადის შელოცვა.

არ ვიცი რად ვხატავ სტრიქონებს ურჯულოს,
მოგეცი ხელი და შენ მაინც წახვედი,
მელნისფერ განთიადს მინდა რომ ვუყურო,
რომ მოვიგერიო ფიქრები თავხედი.

წავიდნენ მუზები.. გამექცნენ პირნათლად,
კვლავ საალერსო სახლს თავი შეაფარეს,
და ერთი კვირაა სხვის სახლში ინათა,
ჩემი მზე ჯერ ისევ თავს სხვის სახლს აფარებს.

დავეცი მუხის წინ მუხლებზე გოდებით,
აღარ მწამს, აღარ მსურს, და ან რა ვიღონო,
დასჩემდა ბაგეებს ძილის დროს ბოდვები,
როცა მივეგდები ბალიშზე უღონოდ.

არ მოხვალ.. მე ვიცი მაჯობებ სისწრაფით,
მე ჯერ მოვფარფატებ, ვერ დაგედევნები,
იმ ჭეშმარიტებას რომელსაც ესწრაფვი,
შეკვირტულ ედემში მოისხამს მტევნები.

ფუმფულა ღრუბლებზე იძინებს პაწია,
ლოყებქვეშ უწყვია პაწაწა ხელები,
ღრუბლებზე მწოლარეს არარა აცვია,
გორავს ჩასაყლაპი და მოსაფერები.

დავკეცავ მარჯნისფერ მართკუთხა პერგამენტს,
ხელით რომ უჭირავს ჯერ ისევ აზაზელს,
ვვარდები.. თუმც თოკით მიგვაბეს ერთმანეთს,
უფლის ხმა უფსკრულთან: გამოდი, ლაზარე...



№1  offline მოდერი bla.ell

როგორ მომწონს ამ ბოლოს შენი პოეზია...სხვანაირად წერ...უფრო ჩემებურად უბერავ...მე რომ მიყვარს ისე...მომენატრა პოეზია და ლექსები...დიდიხანია არც წამიკითხავს და არც დამიწერია...მშვენიერი იყო ძალიან მომეწონაheart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

როგორც იტყვიან, ათენ აღამებს თქვენთვის ლაზარე bowtie

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემი შეფასება ჩემს სიტყვებთან არადერუა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent