მიყვარს!
მიყვარს როდესაც მიღიმი, როცა მისრულებ ოცნებებს, როცა თვალების ციმციმი შენს ჩახუტებას მანდომებს. როცა ალერსით, ფერებით მავიწყებ სევდიან დღეებს, როცა შენივე ხელებით მითბობ ჩემს გაყინულ ხელებს. მიყვარს როდესაც არასდროს დიდხანს შენ არ მიბრაზდები. ნეტავ სტროფებმა გაფანტოს ეს ჩემი გიჟი აზრები. მიყვარს როდესაც შენს ტუჩებს ჩემი ტუჩები ფარავს, როცა ქალაქის ძველ ქუჩებს ბედნიერება მალავს. როცა სათქმელი ბევრი მაქვს, როცა მერევა გზები, როცა წინ ცხრა კედელი დგას და შენ შემაბი ფრთები. როცა არ მყოფნის ძალები, როცა მაბრუებს დრო, მიყვარს რომ არ გებრალები, მიყვარს, მე მიყვარს რომ... შენს ჩახუტებას მანდომებს შენი თვალების ციმციმი, ხელახლა შენს თავს მაყვარებს მომენტი, როცა მიღიმი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.