"არა სიცოცხლე, არა სიკვდილი..." რაღაც სხვა მინდა.
და ჩემს დემონებს რომ შესახლდნენ უტიფრად სულში ვასმევ ყოველღამ გაყინულ სისხლს გაჭრილ მაჯიდან სიცოცხლე არ მსურს და სიკვდილსაც წაყვანას ვუშლი "არა სიცოცხლე, არა სიკვდილი..." რაღაც სხვა მინდა. ჩემს სულს ვაპურებ უსარგებლო ლექსის დაწერით და სულ ყველაფერს ასმეათედ ვიწყებ თავიდან, გადავიღალე, ვეღარ ვშველი ჩემს სულს გაქცევით რადგან ბოლო წუთს ყველა ხიდი უღმრთოდ ჩამიწყდა ვამბობ ყოველ დღე "მოსახდენი მაინც მოხდება" და სიბრაზისგან ჩემს სულს ვისვრი ღია ფანჯრიდან, არაფერი მსურს , გადავთელე ყველა ოცნება, და ამოვაშრე თითო-თითოდ ცრემლი თვალიდან. ღერს ღერს ვაყოლებ, ნიკოტინით ფილტვი დავილპე, "მოვინანიებ ყველა ცოდვას - ოღონდ ხვალიდან", დღეების წელვით მერამდენე "ხვალე" დავიწყე, და უხეიროდ რაღამდენი "ხვალე" გავიდა. ფერებს ვერ ვარჩევ გაშავთეთრდა მთელი სამყარო, დაღლილ თვალებში ძველებური სევდა ჩამიდგა, გული გავხსენი, სიყვარული გზაზე დავყარე, ყველას ვეფერე , მაგრამ მაინც ყველა წავიდა. დამიმეგობრდა ინსომნია, მაინც ვუჩივი, და მეშინია რომ ტკივილებს ვეღარ ავიტან, სულში სიცივე შემოიჭრა მწარე სუსხივით, ვფიქრობ სიკვდილი უცაბედად გულში ჩამიკრავს. "ხვალ შეიცვლება რაც ავრიე საშინლად გუშინ და ახლებურად ჩავისუნთქავ ჰაერს თავიდან ." სიცოცხლე არ მსურს და სიკვდილსაც წაყვანას ვუშლი "არა სიცოცხლე, არა სიკვდილი..." რაღაც სხვა მინდა. ანნა ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.