არაფერია
არაფერია, ყველაფერი ისევ გაივლის ვარდებს თუ არა იასამნებს დავუწყებთ კრეფას, სისულელეა, რა აზრი აქვს შეცვლას ამინდის სულში ხომ მაინც გაგრძელდება წვიმა და სეტყვა. არაფერია თუ ტკივილი ყელში წაგიჭერს, ყულფმორგებული თუ გაასწრებ ტკივილის მორევს ბოლოს ხომ მაინც ვეღარაფერს ვეღარ გაიგებ ტიტებითა და ნარცისებით როდესაც მოვლენ. არაფერია ჩვეულებრივ დღესაც დაეცი გადაგეყვლიფა სულის ყველა კუთხე-კუნჭული ათას კითხვაზე კითხვებითვე შენს თავს გაეცი პასუხები და ჩვეულებრივ მორთე წუწუნი. არაფერია ფეხს გადგავენ დღესაც მავანნი სისხლიან ხელებს გაწმინდავენ კალთებზე კაბის და შენ კი დგახარ არსაით და ყველგან მავალი და ყველა წამი ცხოვრებისა უაზროდ გაგდის არაფერია დღესაც ითმენ ისევ ტკივილებს და დღესაც გზარავს ჩვეულებრივ ფარსი სიტყვები ან რატომ დუმხარ შენს სატკივარს ვინღა იყვირებს მაინც დღეს ან ხვალ ჩვეულებრივ მიწად იქცევი. არაფერია სიყვარულში თუკი დამარცხდი, თუ მარტოობამ ჩვეულებრივ ბოლო მოგიღო, ეშმაკს ჩათრევას მშვიდი სახით ნუ კი დააცდი რომ მერე სადმე სულის დაწვის ღამე მოგიწყოს . არაფერია, ყველაფერი იქნება კარგად , ან ყველაფერი სასაცილოდ რთულად მოხდება, ყულფმორგებული კვლავ დარჩები საკუთარ თავთან, ასე მარტივად ყველაფერი იყო.... მორჩება . ანნა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.