შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ო, როგორც გინდა, ჩემო..


26-10-2017, 03:14
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 624

მოვინანიებ წუხილს, მოვინანიებ აქვე,
რაც უნდა მოჰყვეს ქუხილს
მიდი, ადექი.. გაჰყე...

დაე მოვიდეს წვიმა, თუნდაც ნიანგის ცრემლი
ვითხოვ დაცალე ბინა
გული დატოვე ჩემი..

ნუთუ.. ლაზარე, აღსდექ.. ნუთუ აიღე თავი..
ნუ.. სირცხვილია.. დადექ..
აქეთ სუდარა შავი..

მე მომეწონე იმ დღეს, ბედის ფოთლების უკან,
უკვე სხვისია.. მითხრეს
მოკვდა ტალახის გუნდა..

ვიჯექ ნატვრის ხის ძირას, დიდი ხნის წინ რომ გახმა,
მაშინაც იყო კვირა
და მაინც შაბათს ახდა

არ ვგლოვობ მიწის კუთვნილს, არ შევღაღადე ზეცას,
ვინც მას მოკითხვას უთვლის
იმ მოსაკითხით მეცა..

დამცა, გამთელა მიწამ, ცრემლის ჩამახრჩო ზღვაში,
რატომ კრუსუნებ ციცავ..
რომ მიმატოვე მაშინ?!

მწიფდა წიწაკა მწარე, შენს ადუღებულ სულში
მაშ გაათავე ბარემ
და ჩამაფურთხე სულში.

ეძებ, ყოველღამ ეძებ, მაგრამ ძვირფასო არ მაქვს,
მე როცა გამომძერწეს,
ეშმამ ამომკრა სარმა...

პ.ს ღმერთმა შექმნა ადამიანი..
წუნდებული პროდუქტი made in china



№1  offline წევრი Mtirala

ლაზარე, თუ აკო... რა მნიშვნელობა აქვს.
კარგი იყო, მე მომეწონა ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent