მადმუაზელ
ესეც ახალი ჩანაჯღაბნი მე ახლა უნდა წავიდე sorry, მადმუაზელ , ცრემლებს ნუ დაღვრით ... პარდონ. გამიხდა სიცოცხლე სიკვდილის ტოლი, ამიტომ მიწევს სიცოცხლე დავთმო. გიტოვებთ ნაჯღაბნ ლექსების ბწკარებს, თუკი მინატრებთ რომ წაიკითხოთ, მიყვარხართ, ვფიცავ თქვენს მზისფერ თვალებს, გაძლევთ უფლებას რომ განმიკითხოთ. მადმუაზელ, ვიცი, არაფრად ვღირვარ, ჩალის ფასი აქვთ ჩემს სულს და სხეულს, მაგრამ მერწმუნეთ ეს წასვლა მტკივა, მტკივა და ვერ ვცლი კვლავ გზას არჩეულს მადმუაზელ სულზე სხეული მიჭერს უნდა გავუშვა შორს ცათა მიღმა დარდით დაღლილი ვერ ვთოკავ ფიქრებს. წარსულის ყველა მომენტი მტკივა . აქ მხოლოდ ძაღლები ყეფავენ ყოველღამ, ქალაქში, რომელშიც ბავშვობა დავკრძალე, ღმერთს ჩემში არ ვეძებ, დამახრჩეს ცოდვებმა , რამდენი ხანია ღმერთიც კი დავღალე. მადმუაზელ, ამ ერთხელ თქვენ შემიბრალეთ როგორ მოვედი აქამდე არ მახსოვს რომ ქვეყნად ძლიერად ვინც შევიყვარე ზურგში სწორედ მან დანები ჩამასო. მადმუაზელ, ვიცი რომ აღარც თქვენ გიყვარვართ, თუმც არც ის ვიცი გიყვარდით ოდესმე? უფალმაც დამტოვა, აღარც მას მივყავარ მისი ხმა ძილშიც კი არც ერთხელ მომესმა. მადმუაზელ, ვფიქრობ, რომ აღარ გჭირდებით ასე მარტივად მიშვებთ რადგანაც, და ამაოა ვგონებ, სიტყვები ვგონებ, სიტყვებმაც უკვე დაგღალათ. მადმუაზელ, ახლა დროა რომ გავქრე გაუშავთეთრდა სამყაროს ფერი, გიტოვებთ ნაჯღაბნ ლექსების ბწკარებს ნურასდროს დანამავს თქვენს თვალებს ცრემლი. ანნა ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.