შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალ გვირგვინოსნის მკერდზე...


13-11-2017, 04:16
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 311

ვხედავ, დაგტყობია მუცელი და
უკვე მძიმე მძიმედ მიაბიჯებ,
უხმოდ ჩავემხობი მოცელილი,
ჩუმად დაგიკოცნი დიდ ნაბიჯებს..

მალ მალ ხელს მოგადებს პაწაწინას,
სურს რომ არსებობა გაგრძნობინოს,
მე კი.. დიახ მე, ბედგანაწირმა,
ღმერთებს მოზაიკა ვაწყობინო..

ღამით ძილისპირულს გაუღიმებს,
ზღაპარს ეტყვი ღიმით არეული,
მიეფერები და ჩაუღიმებ,
სანამ ჩაიძინებს მთვარეული.

დილით ის სიცოცხლე გაგაღვიძებს,
რამაც ღამით ჩემთან დაგაძინა,
მზიან დღეს გაჩუქებს განაღვიძებს,
ჩვენი ანგელოზი პაწაწინა.

ცრემლი მოგერევა ალიონზე,
როცა კვლავ საწოლში ჩაგორდები,
მესაჭედ ვარ ბედის გალეონზე,
ჩემო, ტკბილმწარედ რომ გაგონდები.

ვალი მომიხდია სამშობლოსი,
ვალი უძველესი, ყოვლად წმინდა,
ცრემლი მე არ მათბობს იქ სატრფოსი,
და გთხოვ, ნუ იტირებ, აღარ გინდა..

არსად არ წავსულვარ სიხარულო,
ჩემი სიცოცხლე შენ დაგიტოვე,
ჩემი თითებია, რომ გრძნობ, სულო,
კენტად მოფრენილი სიმარტოვე..

ვიცი მალე სხვაზე გათხოვდები,
აკი ახლაც იგი მიგაცილებს,
რად კრთი, ჩემ გარეშე არ თხოვდები,
ან მკვდარს სამარში ვინ აცილებს?!

მანდ ვარ, მე შენს გვერდით გავიზრდები,
კიდევ ბევრჯერ გნახავ სიცილიანს,
არ მსურს ეხებოდნენ ნაძირლები..
..მაინც რა ლამაზი სიცილი აქვს..

გტკივა.. წასვლის დროა ვგონებ ჩემი,
დროა უკვე შენთან დავიბადო,
შენ ხომ ფერია ხარ ტკბილო ჩემი,
ექიმს მიენდე და არ იდარდო..

მიჰქრის უსასრულოდ საათები,
თითქოს გადათქერა არემარე,
ცოტაც.. ცოტა დარჩა გასაძლები,
შვილი გვეყოლება.. ჩვენი.. მალე..

აჰა, ტირილიც და.. მოგვილოცავს!
მე კი დროც არ მაქვს რომ ვიზეიმო,
მინდა, ღმერთო, არსად მომაცოცავს,
თუნდაც ერთი ცრემლი სასეიროდ.

ის სხვა შემოგაცმევს შესამოსელს,
თუმცა მანდ არ ვარ და.. გადავიტან,
ბავშვივით ვქვითინებ შენსს სამოსზე,
ვცდილობ თავზე ხელი გადაგისვათ..

ცხრა თვის წინ.. ბოდიშით, ქალბატონო,
მკაცრი ტონით, მეტად გამართულით,
თითქოს მიგატოვე უპატრონოდ,
დამხრჩვალი სიტყვები.. დაფანტული..

ვერსად ვერ მიაგნეს.. ძლიერ ვწუხვართ,
ცხრა თვეს მოიმგლოვა დაკარგული,
ობლად მივატოვე ორი სუნთქვა,
ჩემი ორად ორი საგანძური.

მშვიდად მოუსმენენ ორნი,
შემდგომ დიდი საქმის ჩამდენს,
მიზეზი განმარტა ორი,
ისე.. მოიყვანდა რამდენს..

თურმე ჩემი ქვეყნის მკერდი,
სისხლით დამისვრია უქმად,
როცა კარზე გვადგა მტერი,
უნდა გამეშალა სუფრა..

სულო დარჩენილო ობლად,
ნუღარ იტირებ და მეძებ,
ღამევ, დაიღვრები ოფლად,
ახალ გვირგვინოსნის მკერდზე...



№1  offline წევრი ფერადიი...

რათ მატირე?
აი გასაოცარი ლექსია
არ ვიცი
ეს ის მომენტია როცა
სიტყვები ზედმეტია
მართლა ძანზე ძან მაგარია
აღფრთოვანებული ვარ შენით
და ლექაით ხომ საერთოდ

 


№2  offline მოდერი bla.ell

ამეტირააა ბოლოს ხმა აკანკალებული ვკითხულობდი რასაც ქვია ძალიან ემოციური იყო აკოო აი არვიცი სიტყვები არ მყოფნის ხომ ვამბობ შეუდარებელი ხარ აი კონკრეტული კუპლეტი ან ერთი სიტყვაც არ მაქვს რომელიც განსაკუთრებულად მომეწონა რადგან ვერცერთს გამოვარჩევ ერთმანეთისგან,ის არის რაც უნდა იყოს!აი ბრავო პოეტო შეუდარებელია!❤❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ფერადიი...
რათ მატირე?
აი გასაოცარი ლექსია
არ ვიცი
ეს ის მომენტია როცა
სიტყვები ზედმეტია
მართლა ძანზე ძან მაგარია
აღფრთოვანებული ვარ შენით
და ლექაით ხომ საერთოდ


მაპატიე.. არ მინდოდა მართლა, მაგრამ მუზა ასეთი მოვიდა და მეც დავწერე.. უღრმესი მადლობა ასეთი ემოციური შეფასებისთვის blush

bla.ell
ამეტირააა ბოლოს ხმა აკანკალებული ვკითხულობდი რასაც ქვია ძალიან ემოციური იყო აკოო აი არვიცი სიტყვები არ მყოფნის ხომ ვამბობ შეუდარებელი ხარ აი კონკრეტული კუპლეტი ან ერთი სიტყვაც არ მაქვს რომელიც განსაკუთრებულად მომეწონა რადგან ვერცერთს გამოვარჩევ ერთმანეთისგან,ის არის რაც უნდა იყოს!აი ბრავო პოეტო შეუდარებელია!❤❤❤


ცოდვა გამხელილი სჯობს, სუსტი ლექსია, გონება გამეფანტა, არადა უკეთესად ვწერდი..
მომიტევოს მკითხველმა, სხვა დროს აღარ ვიზამ blush

 


№4  offline მოდერი bla.ell

არარის მართლა გეუბნები პირიქით ლექსი ძალიან კარგია და უკვე ვთქვი ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს!ნუ ამბობ ეგრეე მე არგეთანხმები მაგ საკითხში❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent