როცა ჩემი იყავ..
გარეთ ძლიერ წვიმდა როცა ჩავიკარგე გზაში, როცა დაგეძებდი მაშინ ყინავდა და თოვდა, აჰა, გიპოვე და ბედად დაგვიზამთრდა მაშინ, ხალხი იბრძოდა და ყინვა მაინც შენ თავს მთხოვდა. როცა გამიღიმე, გულში გამიღვივე ღველფად, კვამლი ამადინე როგორც გაღვიძებულ ვულკანს, მკვდართა მეფე ვიყავ, შენ კი მომევლინე ელფად, ხელჩაკიდებულთა ბნელი მოვიტოვეთ უკან. როცა კილომეტრზე ვგრძნობდი შენი თმების სურნელს, შენსკენ მოიწევდა, მხოლოდ მოგბღაოდა გული, როცა ჩაგიკრავდი გულში ნათელსა და უვნებს, სანიშნე კვარივით უცებ მითბებოდა სული. როცა ჩემი იყავ, დროს არ სჭირდებოდა ცოცვა, სულ ჩემი დრო იყო, ჩვენი, დღისითა და ღამით, ამბროზიასავით თავბრუს დამახვევდა კოცნა, ცაში დავფრინავდით სავსე მთვარეობას, ღამით.. როცა სითბო იყო, როცა არსად ჩანდა ცრემლი, როცა თბილი ღიმი მუდამ გინათებდა სახეს, ჯადოქარი ვიყავ შენთვის მივბაძავდი ემრისს, შენზე ვუყვებოდი დილის ლოცვებისას ხატებს.. ახლა აღარ ხარ და ვიცი, აღარ მოხვალ როცა, ყოველ შუაღამეს მათ შენს დღეგრძელობას შევთხოვ, დროში ჩაკარგული, ვგავარ მარტოხელა მცოცავს, კლდეზე რომ ავიდა და ვერ ჩამოცოცდა შემდგომ.. ტირის ანგელოზი, ჯერაც პაწაწინა მხარზე, რადგან ჯერ არ იცის მონატრებისათვის სხვა გზა, როცა ეს სამყარო.. ან კი მოვა ოდეს აზრზე?! ვიცი მოაკითხავ, როცა არ ვიქნები, ამ გზას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.